12.სექტემბერი .2019 12:15

მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას "ლელო" ჰქვია

views 1031
უკან

მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას ერქმევა "ლელო". მან "ლელოს" პრეზენტაცია ანაკლიაში გამართა. 

"მე მინდა ერთი გენიალური ლექსი გავიხსენო. ლექსი, რომელიც ჩვენმა დიდმა პოეტმა გალაქტიონმა დაწერა.

"ორ ზღვას შუა ძველთაძველად საომარი იყო ლელო,
ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო.
მშობლიურო ჩემო მიწავ, შენს საყვარელ სახელს ვფიცავ
რომ დავიცავ შენს დიდებას, წინაპართა ძვლებს დავიცავ".

ჩვენ დღეს ვაცხადებთ მოძრაობას, რომელსაც ექნება გუნდურობის, ექნება მიზნების მიღწევის, ექნება სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორინეტირებული მიზანი და ამ მოძრაობას ერქმევა ლელო", - განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, სიტყვით გამოსვლაში ხაზარაძემ იმ ადამიანებზე ისაუბრა, ვინც სხვადასხვა სფეროდან მის მოძრაობაში იქნება და ასევე იმ პრობლემაზე, რომლის წინაშე ქვეყანა ბოლო 30 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.

"ჩვენ ვართ ადამიანები სხვადასხვა სფეროდან, პროფესიონალები, რომლებიც ჩვენს საქმიანობას წარმატებით ვუძღვებოდით და ვქმნიდით სამუშაო ადგილებს, ვიხდიდით გადასახადებს, მაგრამ დღეს ჩვენ სხვა რეალობამი შეგვკრიბა, რადგან საქართველო განსაკუთრებით საჭიროებს იმ ადამიანების ერთობას, რომელთაც სხვადასხვა სფეროში შექმნეს წარმატების ისტორიები.

ბოლო 30 წლის განმავლობაში რატომ ვართ ერთი წრის გარშემო, რატომ ვართ მოჯადოებულ წრეში? საქართველომ ბევრი დაკარგა ამ ხნის განმავლობაში, დაკარგა ტერიტორიები, ვერ გაიმარჯვა ეკონომიკურ წინსვლაში, კარგავს ინვესტიციებს და რაც მთავარია, კარგავს თავის ხალხს.

მე მესმის იმ ადამიანების, როცა საქართველოში ეკონომიკურად, ენერგეტიკულად მძიმე ვითარება იყო. დატოვეს ქვეყანა და დღეს არ მესმის, რატომ არიან ამ აზრით შეპყრობილები, რატომ მესმის, რომ მეც უნდა წავიდე, რადგან განვითარების პერსპექტივას ვერ ვხედავ, რატომ გავხდით უიმედოები, რატომ არ გვაქვს სახელმწიფოებრივი ხედვა, რომ ამას ჩვენ ერთად გავარღვევთ ყველაფერს და შევქმნით ახალ რეალობას?!", - აცხადებს ხაზარაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა