12.სექტემბერი .2019 11:16

მამუკა ხაზარაძის მოძრაობაში გადამხდელთა კავშირის კიდევ ერთი წევრი მიდის

views 1223
უკან

გადასახადის გადამხდელთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქეთევან კრიალაშვილი მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის წევრი ხდება. აღნიშნულ ინფორმაციას bm.ge-სთან თავად ქეთი კრიალაშვილი, ჯერჯერობით, არ ადასტურებს.

ქეთევან კრიალაშვილი არის მაგისტრის ხარისხის მფლობელი ეკონომიკაში, სხვადასხვა დროს გავლილი აქვს ტრენინგები გერმანიაში, ისრაელში, ყაზახეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ლიდერობის, მენეჯმენტის და სახელმწიფო მართვის მიმართულებით. მას აქვს როგორც არასამთავრობო, ასევე სამთავრობო და კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება. იყო რამდენიმე საერთაშორისო პროექტის ხელმძღვანელი, რომელიც დაფინანსებული იყო USAID, FNF, EF, KAS და GIZ მიერ.

ის არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიისა და კვლევის ავტორი. კითხულობდა ლექციებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის მიმართულებით. მოპოვებული აქვს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი გრანტი. ფლობს ქართულ, რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენებს.

ხაზარაძის მოძრაობის პრეზენტაცია რამდენიმე წუთში ანაკლიაში გაიმართება.

Bm.ge-ის ინფორმაციით, ხაზარაძის მოძრაობაში ასევე იქნება გადასახადის გადამხდელთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი გიგლა მიქაუტაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა