მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძის ადვოკატი: "ჯერ ჩვენც არაფერი ვიცით"

5d38180b723ae
თამუნა ქემერტელიძე
24.07.19 12:33
1326
“ჯერ ჩვენც არაფერი არ ვიცით”, ასე გამოეხმურა bm.ge-ისთან მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე პროკურატურის მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, ხაზარაძე-ჯაფარიძეს ფულის გათეთრების საქმეზე ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ.

კორძაძის განმარტებით, ამ დრომდე პროკურატურასთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა და ისინიც გადაწყვეტილებას ელოდებიან.

“მათ უნდა მიმართონ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების თაობაზე, როცა ბრალს წარუდგენენ, თუმცა რას მოითხოვენ ჯერ არ ვიცით”, - აცხადებს კორძაძე.

შეგახსენებთ: პროკურატურა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ფულის გათეთრების მუხლით დღეს ბრალს წარუდგენს. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. როგორც უწყებაში განმარტეს, მათ დადგენილება ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ ჯგუფურად, 16 მილიონ 754 ათასი ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოიტანეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ხაზარაძე და ჯაფარიძე პროკურატურაში დღეს, 17:00 საათზე მივლენ.