10.სექტემბერი .2019 18:20

მამუკა ხაზარაძის ადვოკატი „გახარიას წერილზე“: წერილი აკრეფილია მბეჭდავის მიერ

views 509
უკან

მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა სტივენ ქეიმ საქართველოში ე.წ. „გახარიას მუქარის წერილის“ ლაბორატორიული კვლევა ჩამოიტანა, რომელიც ხაზარაძის თქმით, მან ყოფილი შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო.

ბიზნესმენის ადვოკატის თქმით, წერილზე აღმოჩენილია უამრავი ადამიანის თითის ანაბეჭდი, რომლის იდენტიფიცირება მხოლოდ ქართველ სამართალდამცველებს შეუძლიათ.

„მთავარ არხთან“ ინტერვიუში სტივენ ქეი ხაზარაძის საქმის იდენტურ ქეისზე საუბრობს, რომელიც მის პრაქტიკაში იყო და აცხადებს, რომ მათ მიერ წარმოდგენილი საქმის მასალებით პროკურატურას თავისუფლად შეუძლია იმუშაოს.

„წერილი აკრეფილია მბეჭდავის მიერ. პრინტის სახეობა შეიძლება იყოს გამოკვლეული, წერის ენა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჩემს გამოცდილებაში მაქვს ძალიან დიდი საერთაშორისო საქმე, სადაც მქონდა მსგავსი წერილის შემთხვევა და ჩვენ იქ აღმოვაჩინეთ, რომ 13 სიტყვა, რომელიც იყო წერილში, ამ სიტყვებს იყენებდა მხოლოდ ერთი ადამიანი პლანეტაზე და შემდეგ წერილი დაუბრუნდა პროკურატურას.

მე მაქვს აქ დისკი, რომელიც გადავეცი მამუკას (ხაზარაძის) უფლებადამცეველებს. პროკუარტურას თავისუფლად შეუძლია იმუშაოს ამ ფაილებით“, - აცხადებს სტივენ ქეი.
მისი თქმით, ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე უკვე იციან ვის ეკუთვნის თითის ანაბეჭდები, რომელიც წერილზე აღმოჩდა. შესაბამისად, როგორც ქეი ამბობს, საგამოძიებო უწყებას არ უნდა გაუჭირდეს მათ კვალზე გასვლა.

„ჩვენ გვაქვს მოცემულობის მთელი ჯაჭვი წერილზე, რომელიც მიიღო მამუკამ. ვიცით, ვისია თითის ანაბეჭდები. კითხვა რჩება მხოლოდ მათზე, ვინ არის გამგზავნი. ეს ანაბეჭდები უნდა გაანალიზოს იმ ორგანომ, რომელსაც აქვს საქართველოს მოქალაქეების მონაცემთა ბაზა, სადაც შეუძლიათ ამ ანაბეჭდების გაშიფვრა და იმის გარკვევა, თუ ვის ეკუთვნის ეს მასალა და გააკეთონ შედარებები.

პროკურატურას არ უნდა გაუჭირდეს მათ კვალზე გასვლა და მათთვის კითხვების დასმა. მე აქ ვარ მხოლოდ იმისთვის, რომ გაჩვენოთ, ჩვენ გვაქვს მტკიცებულება და ეს არის პროკურატურისთვის, რომ მათ მოახდინონ იდენტიფიცირება“, - აცხადებს ქეი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა