12.სექტემბერი .2019 12:55

მამუკა ხაზარაძე: საქართველოში ბიზნესის კეთება ურთულესი რამ არის

views 312
უკან

ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ "თიბისი" ჯგუფის მიერ ქვეყანაში შემოტანილ ინვესტიციებზე ისუაბრა.

ხაზარაძის განცხადებით, რთული პერიოდების მიუხედავად, მათ მიერ ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნა და მილიარდობით პირდპაირი უცხოური ინვესტიციების შემოტანა განხორციელდა.

"მე შევქმენი ბადრისთან ერთად 10 ათასი სამუშაო აგდილი, შემოვიტანეთ ბოლო წლების განმავლობაში მილიარდობით ინვესტიცია, გადავიხადეთ და ვიხდით ასეულ მილიონობით ლარის გადასახადს ბიუჯეტში. ჩვენ ეს შევქმენით იმ რთულ ვითარებაში, რასაც ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი ჰქვია, არა მარტო დღეს და გუშინ, საერთოდ. საქართველოში ბიზნესის კეთება ურთულესი რამ არის, ჩვენ ეს შევძელით იმ 10 ათას კაციან გუნდთან ერთად. თქვენ ეს შეძელით თქვენს წარმატებულ კომპანიებში სხვადასხვა სფეროში.

აქ არიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სფეროებს, მაგრამ დღეს ჩვენ აქ იმიტომ მოვედით, რომ რაღაც საერთო გვაერთიანებს, იმიტომ რომ ცალ-ცალკე ვერ წავალთ წინ.

აქ ორი ახალგაზრდაა - ბექა და ვახო, ამ ადამიანებმა პატარა ასაკში შექმნეს ისეთი გამოგონება, რომელმაც "ნასაში" წაიყვანეს. ეს არის ჩვენი მომავალი, ასეთ ადამიანებზე, ასეთ ინოვაციებზე, მათ შეკრებაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, ესაა ჩვენი ამოცანა, დღევანდელი შეკრების მიზეზი", - განაცხადა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა