მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე: პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა

5d5c200f83daf
თელარა გელანტია
20.08.19 20:25
3807
"თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება.

ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება.

ვერ შეგვაშინებთ!!

ბრძოლას ვაგრძელებთ!!“, - წერს ხაზარაძე.

ცნობისთვის: მამუკა ხაზარაძემ მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დაანონსა.