08.თებერვალი .2016 15:32

მამუკა ხაზარაძე: მთავრობამ საუკუნის მშენებლობა გამოაცხადა

views 4763
უკან

ანაკლიის პორტის ტნდერში "თიბისი ჰოლდინგისა" და ამერიკული Conti International-ის კონსორციუმმა გაიმარჯვა. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" მშენებლობას მიმდინარე წელს დაიწყებს.
 
ანაკლიის პორტის პროექტს საუკუნის მშენებლობა უწოდა "თიბისი ჯგუფის" პრეზიდენტმა, მამუკა ხაზარაძემ. მისი თქმით, პორტი აბრეშუმის გზის ახალი კონცეფციის, გაგრძელება იქნება.

"დღეს მთავრობამ გამოაცხადა საუკუნის მშენებლობა საქართველოს ისტორიაში. თავისი მასშტაბებით ეს არის ერთ-ერთი უნიკალური გამოწვევა, ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ახალ შესაძლებლობებს მისცემს, არა მარტო საქართველოში მაცხოვრებლებს არამედ მთლიანად რეგიონს.

ეს იქნება არა მარტო პორტი არამედ თავისუფალი ინდუსტრიული ზონაც. ჩვენ აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან, მათ შორის არიან ჩინური კომპანიებიც", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა