12.სექტემბერი .2019 12:34

მამუკა ხაზარაძე: მე აღარ მინდა მერქვას ბიზნესმენი

views 488
უკან

"შეიძლება, მადლობაც კი ვუთხრა იმ შემოტევების გამო ყველა იმ ჩინოვნიკს, იმ პოლიტიკოსს, რომლებმაც ეს პრობლემები შეგვიქმნეს, იმიტომ რომ გავახილე თვალი და ვთქვი, რომ ასე ვერ გავაგრძელებთ", - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ეს აღრა მეხება მხოლოდ მე, ესე ეხება თითოეულ ჩვენთაგანს. მე აღარ მინდა ვიდგე ნაპირის ერთ მხარეს, მე აღარ მინდა მერქვას ბიზნესმენი, მე მინდა ახლა ვიღვაწო და ჩემი გამოცდილება, ჩვენი გამოცდილება, ის თუ როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, როგორ უნდა შეიქმნას პერსპექტივა ადამიანებისთვის, რაც ყველაზე მთავარია, შეიქმნას ნიადაგი იმისა, რომ ნიჭიერ ქართველებს, რომლებიც მიმოფანტულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მივცეთ მათ უკან დაბრუნების საშუალება", - განაცხადა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა