12.სექტემბერი .2019 12:50

მამუკა ხაზარაძე: ჩვენ 12 ლიდერს მოვძებნით ყველა სფეროში

views 1099
უკან

"ჩვენ 12 ლიდერს მოვძებნით ყველა სფეროში, ეს პროცესი დაწყებულია", - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ყველა სფეროში, მათ შორის მედიცინაში, 12 ლიდერია საჭირო.  

"ჩვენ 12 ლიდერს მოვძებნით ყველა სფეროში, ეს პროცესი დაწყებულია – 12 რეფორმატორს მედიცინაში, 12 რეფორმატორს განათლებაში, მრგვალი მაგიდების გარშემო 12 კაც ლიდერს სოფელში, 12 მამაკაცს და ქალბატონს რაიონში, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ვიღაც მესიის და ერთი კაცის გადასარჩენი კი არ არის, ეს არის თითოეული ჩვენგანის გადასარჩენი. ლიდერობა ქართველს ოდითგანვე მოსდევს.

ილია ჭავჭავაძეც 12 ადამიანს ეძებდა, ინჟინერს, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მე მინდა, რომ ეს ძებნა დავიწყოთ ყველამ თითოეულმა ჩვენგანმა გვერდზე მოვიხედოთ და ეს ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ჩვენ გარშემო არიან, ქვეყნის სამსახურისთვის შევკრიბოთ", - განმარტა "ლელოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა