09.თებერვალი .2016 23:31

მამუკა ღლონტი: მიხეილ სააკაშვილი მარტო "რუსთავი 2"-ში ხარჯავს ფულს

views 1368
უკან

"რა შუაშია აქ უცნობი?! მისი წილი "მაესტროში" იყო ნული. მაესტროში "უცნობს" არაფერი აღარ ესაქმებოდა, მას შემდეგ რაც მან თავის წილი გაყიდა“, - განაცხადა ტელეკომპანია "მაესტროს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ღლონტმა, "რუსთავი 2"-ის ეთერში. როგორც ღლონტმა აღნიშნა, მას შემდეგ რაც გიორგი გაჩეჩილაძე ირაკლი რუხაძემ დააფინანსა, მას უჩნდება ეჭვი, რომ ამ ყველაფრის უკან პოლიტიკა დგას.
 
„მოდით დავუშვათ, რომ კოტე გოგელია იყო ცუდი მენეჯერი, მან გააკოტრა ტელევიზია და ცნობილი ჟურნალისტები სამსახურიდან გაუშვა, რაც მე ძალიან არ მომწონდა. მოდი დავუშვათ, რომ ის ყველაფერს აკეთებდა ცუდად, - რა შუაშია აქ უცნობი?! უცნობის წილი მაესტროში იყო ნული. მაესტროში უცნობს არაფერი აღარ ესაქმებოდა, მას შემდეგ რაც მან თავის წილი გაყიდა.

თუ მან თავისი წილი არ გაყიდა და მე სიცრუეში ვცხოვრობ, ან მან მითხრას ან სხვა ადამიანებმა ეს.

წამყვანის კითხვაზე ვინ გადაუხადა გია გაჩეჩილაძეს წილის საყიდელი თანხა, მამუკა ღლონტმა განაცხადა: "მიშა სააკაშვილმა არა, ბატონი მიხეილი მარტო რუსთავი 2-ში ხარჯავს ფულს".

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა