მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ბახტაძემ სოფელ ახალუბანში ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა

5d5cf1a15386f
თელარა გელანტია
21.08.19 11:22
579
ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი მსოფლიო თანამეგობრობა ჩვენს გვერდით დადგა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა უწყება პირველივე წუთებიდან ჩართული იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალუბანში, გერკეულების ოჯახში სტუმრობისას განაცხადა, სადაც ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა.

ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს თავიანთ ოჯახებში მშვიდობიანი დაბრუნება მიულოცა.


"ახლა ამ წუთებში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი ბიჭები, ჩვენი ახალგარზდები, მშვიდობით დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს. ჩვენ ვიმყოფებით ახალუბანში. ეს სამი დღე იყო ძალიან მძიმე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბიჭები ოჯახში მშვიდობით, ჯანმრთელად დაბრუნდნენ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



პრემიერთან ერთად სოფელში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი იმყოფებოდნენ.



სოფელ ახალუბანში მცხოვრები 7 და მეჯვრისხევში მცხოვრები ერთი პირი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 17 აგვისტოს გაიტაცეს.