მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ბახტაძე ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

5cbd5910a06c8
თელარა გელანტია
22.04.19 10:01
771
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

"ვულოცავ ახლად არჩეულ პრრზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის. საქართველო უკრაინის მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაწყვეტილების გვერდით დგას", - წერს მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ "ტვიტერში" საკუთარ გვერდზე.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა ხმების 80%-ის დათვლის შემდეგ ვლადიმერ ზელენსკი 73.09%-ით ლიდერობს. უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ამომრჩეველთა ხმების 24.57% აქვს.