საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
"ვულოცავ ახლად არჩეულ პრრზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის. საქართველო უკრაინის მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაწყვეტილების გვერდით დგას", - წერს მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ "ტვიტერში" საკუთარ გვერდზე.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა ხმების 80%-ის დათვლის შემდეგ ვლადიმერ ზელენსკი 73.09%-ით ლიდერობს. უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ამომრჩეველთა ხმების 24.57% აქვს.