მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ბახტაძე "ოცნების" ამომრჩევლებს მადლობას უხდის

5ce1af1f201ae
თელარა გელანტია
19.05.19 23:29
820

პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე „ოცნების“ ამომრჩევლებს მადლობას უხდის.

ამის შესახებ ბახტაძემ  სპეციალურ  გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მინდა, ყველას მივულოცო არჩევნების ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარება დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში. ეს არის ჩვენი გუნდის უდიდესი მიღწევა, პოლიტიკური მონაპოვარი, რომელსაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. დღეს ქართულმა საზოგადოებამ, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. მადლობა ამომრჩეველს, ჩვენს ამომრჩევლებს გამოცხადებული ნდობისთვის. მესმის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით უნდა იქნას გადალახული. მინდა კიდევ ერთხელ ყველა დავარწმუნო, რომ ყველა ის პროექტი თუ იდეა, რომელიც ჩვენს საზოგადოებასთან შეთანხმდა აუცილებლად გაკეთდება უმოკლეს ვადებში“,- აღნიშნა ბახტაძემ.