11.ივნისი.2019 23:14
ეკონომიკა

მამუკა ბახტაძე: გვსურს, მივიღოთ უფრო მეტი ინვესტიციები აშშ-ისგან

მამუკა ბახტაძე: გვსურს, მივიღოთ უფრო მეტი ინვესტიციები აშშ-ისგან
„შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს ვიზიტი იყო და არის ძალიან მნიშვნელობანი და წარმატებული, რომელიც ჩვენს ქვეყანას კონკრეტულ შედეგებს მოუტანს“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
 
ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო-აშშ-ს პარტნიორობაში ახალი დღის წესრიგი ყალიბდება,რომელიც ემყარება უსაფრთხოებას,მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობას და საერთო ფასეულობების დაცვას.

„დღიდან ჩვენი დამოუკიდებლობისა ამერიკის შეერთებული შტატები დგას ჩვენს გვერდით. დღეს და კონკრეტულად ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეს ურთიერთობები იმყოფება ყველაზე მაღალ ნიშნულზე პრეზიდენტს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში და ეს არის კონკრეტული შედეგი. ჩვენ რეფორმების პარალელურად, უსაფრთხოების პარალელურად სადაც ჩვენი მთავარი მიზანია ნატოში ინტეგრაცია, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. ვინაიდან ეს არის ამავე დროს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია. ჩვენ გვსურს მივიღოთ უფრო მეტი ინვესტიციები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილები, ვიყოთ უფრო ეფექტურად ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში და შევძლოთ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა. რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს განსაკუთრებული როლი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ავტორი: თელარა გელანტია

19.აგვისტო.2019 11:24
71

საქსტატი: 7 თვეში ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, იმპორტი კი, 4.7%-ით შემცირდა

ვრცლად
19.აგვისტო.2019 11:15
76

საქსტატი: 2019 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 11.4%-მდე შემცირდა

ვრცლად
19.აგვისტო.2019 11:05
174

"სტარტაპ-რესტორანი" - "თიბისი ბანკი" სტარტაპერებისთვის ახალ ფინანსურ პროდუქტს ქმნის

ვრცლად
19.აგვისტო.2019 10:45
56

პარლამენტის თავმჯდომარე ნათია თურნავასა და მიხეილ ხიდურელთან შეხვედრას გეგმავს

ვრცლად
19.აგვისტო.2019 10:16
155

კახი კალაძემ Facebook-ის მომხმარებლებს თბილისში მიმდინარე საგზაო პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

ვრცლად
18.აგვისტო.2019 20:05
268

Bitfury-მ ხელოვნური ინტელექტის განყოფილება წარადგინა

ვრცლად