11.ივნისი.2019 23:03
ეკონომიკა

მამუკა ბახტაძე: დღეს საქართველო მზარდი ეკონომიკის და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მქონე ქვეყანაა

მამუკა ბახტაძე: დღეს საქართველო მზარდი ეკონომიკის და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მქონე ქვეყანაა
დღეს საქართველო სტაბილური დემოკრატიის, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების, მზარდი ეკონომიკის და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მქონე ქვეყანაა და საყოველთაოდ არის აღიარებული, როგორც ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ძალისხმევას არ იშურებს, რათა გახდეს ოქროს სტანდარტი ბიზნესის წარმოების სიმარტივის და იურიდიული გამჭვირვალობის კუთხით.

"ინვესტიციებს იზიდავს შესაძლებლობები, სადაც ბარიერები ყველაზე დაბალია. გადასახადები საქართველოში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. ეკონომიკური თავისუფლების კუთხით, ქვეყანა მე-7 პოზიციას იკავებს მსოფლიოში, ხოლო კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, ჩვენ შევდივართ ევროპის მოწინავე ოცეულში. მადლობელნი ვართ რეფორმების განხორციელების პროცესში თქვენი ჩართულობისთვის და სიამაყით აღვნიშნავთ ამ წარმატებაში ამერიკის შეერთებული შტატების წვლილს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ავტორი: თელარა გელანტია

19.აგვისტო.2019 11:24
89

საქსტატი: 7 თვეში ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, იმპორტი კი, 4.7%-ით შემცირდა

ვრცლად
19.აგვისტო.2019 11:15
96

საქსტატი: 2019 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 11.4%-მდე შემცირდა

ვრცლად
19.აგვისტო.2019 11:05
196

"სტარტაპ-რესტორანი" - "თიბისი ბანკი" სტარტაპერებისთვის ახალ ფინანსურ პროდუქტს ქმნის

ვრცლად
19.აგვისტო.2019 10:45
60

პარლამენტის თავმჯდომარე ნათია თურნავასა და მიხეილ ხიდურელთან შეხვედრას გეგმავს

ვრცლად
19.აგვისტო.2019 10:16
168

კახი კალაძემ Facebook-ის მომხმარებლებს თბილისში მიმდინარე საგზაო პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

ვრცლად
18.აგვისტო.2019 20:05
268

Bitfury-მ ხელოვნური ინტელექტის განყოფილება წარადგინა

ვრცლად