15.ივნისი.2019 21:34
ექსკლუზივი

მამუკა ბახტაძე დალასის საპატიო მოქალაქე გახდა

მამუკა ბახტაძე დალასის საპატიო მოქალაქე გახდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დალასის საპატიო მოქალაქე გახდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული წოდება მას დალასის მერის მაიკ როულინგსის სახელით მიანიჭეს.

მამუკა ბახტაძე დალასის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოსთან შეხვედრისას სიტყვით გამოვიდა.

“აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილის აღნიშვნისას ორიოდე დღის წინ ხელი მოეწერა ახალ დეკლარაციას, რომელიც წარმოუდგენელ შესაძლებლობებს ქმნის ორივე ერისთვის, ჩვენ ბევრი მიღწევა გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების ნაწილში და ახლა დადგა ეკონომიკური მიმართულების წამოწევის დრო, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე საქართველოს მიღწევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული გარდაქმნა ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა.
ავტორი: თელარა გელანტია

03.ივნისი.2019 09:00
692

როგორი უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკა ჰესების მშენებლობაზე? - ავსტრიის ელჩის პასუხი

ვრცლად
02.ივნისი.2019 16:20
811

როგორია ენერგო-ტურიზმი ავსტრიაში - "ერთ-ერთ ქალაქში ხშირად ჩამოდის არნოლდ შვარცნეგერი"

ვრცლად
02.ივნისი.2019 15:10
773

იტალიის ელჩი: მე უფრო საშუალო ზომის ჰესების პოტენციალს ვხედავ საქართველოში

ვრცლად
01.ივნისი.2019 19:52
8543

ავსტრიის ელჩი: მუდმივად გვიწევს საქართველოში გადაწყვეტილების მიუღებლობის პრობლემასთან შეჭიდება

ვრცლად
21.მაისი.2019 16:49
181

"საფოსტო მარკებით მოთხრობილი ისტორია"

ვრცლად
11.აპრილი.2019 16:06
305

ტაქსისტები ახალ რეგულაციებს ივანიშვილის რეზიდენციასთან აპროტესტებენ

ვრცლად