11.ივნისი.2019 23:13
ეკონომიკა

მამუკა ბახტაძე: ჩვენი სტრატეგიაა, საქართველო ჩამოვაყალიბოთ რეგიონულ ცენტრად

მამუკა ბახტაძე: ჩვენი სტრატეგიაა, საქართველო ჩამოვაყალიბოთ რეგიონულ ცენტრად
„ჩვენი სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო ჩამოვაყალიბოთ რეგიონულ ცენტრად და როდესაც ვსაუბრობთ რეგიონული ცენტრის სტატუსზე, ბუნებრივია, გვჭირდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.

ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის მეთაურმა მისი აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ მიღებული იქნება ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც შეაჯერებს ათწლიან პერიოდს და განსაზღვრავს სამომავლო პარტნიორობის დღის წესრიგს.

„დღეს გვქონდა ძალიან მნიშვვნელოვანი კონსულტაციები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორტთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვაშინგტონში. 10 წლის წინ შეიქმნა ეს უნიკალური პლატფორმა, რომელიც გულისხმობს აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას. დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი საუბრები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გავაღრმავოთ სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის. მე და სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო შევთანხმდით, რომ პლენარულ სესიაზე იქნება ერთობლივი დეკლარაცია მიღებული, რომელიც ერთგვარად შეაჯერებს ათწლიან პერიოდს, რომელიც გავიარეთ ერთად, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები მოგვიტანა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაშ და ამასთან ერთად, ფაქტობრივად განსაზღვრავს მომავალ დღის წესრიგს, რომ ჩვენ ყველა მიმართულებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და აშშ-სშორის ურთიერთობა ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა.

„ამას სჭირდება განსაკუთრებული გაფრთხილება და გაღრმავება. დოკუმენტში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები, რომელიც შეეხება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენს ტერიოტორიულ მთლიანობას, უკუპაციას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს. ამასთან ერთად იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იმ რეფორმების მიმართ, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, რომ ჩვენი წარმატება კიდევ უფრო გავამყაროთ. ამავე დროს მნიშვნელოვანი აქცენტები იქნება გაკეთებული იმ სტრატეგიაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ მსოფლიოს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით აღნიშნული დოკუმენტი უახლოეს მომავალში იქნება საჯარო და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.
ავტორი: თელარა გელანტია

19.ივნისი.2019 19:35
11

გიორგი ჩოგოვაძე: თუ ბათუმში ახალი აეროპორტის აშენება საჭირო გახდება, ავაშენებთ

ვრცლად
19.ივნისი.2019 19:27
41

რა აფერხებს მეწარმეობის განვითარებას - სახელმწიფო მდივანი 3 მიზეზს ასახელებს

ვრცლად
19.ივნისი.2019 19:10
58

ბიტკოინის ფასი რეკორდულ ზრდას განაგრძობს

ვრცლად
19.ივნისი.2019 19:00
52

გენადი არველაძე: ევროკავშირთან ექსპორტის 22%-იანი ზრდა ადასტურებს, რომ DCFTA წარმატებით მუშაობს

ვრცლად
19.ივნისი.2019 18:17
113

მინისტრი: პროექტების შესრულების დინამიკა გაუმჯობესებულია... დაახლოებით, 0.5 მლრდ ათვისებულია

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:49
1696

ათეულობით მლნ ლარის ზიანი სახელმწიფოს - პასუხისგებაშია 23 მეწარმე, მათგან 17 პირი პატიმრობაშია

ვრცლად