23.მაისი .2019 22:12

მამუკა ბახტაძე ჭარბვალიანობაზე: ეს კიბო ერთხელ და სამუდამოდ მოვაშორეთ

views 438
უკან

"ვერასდროს ვერ დავეთანხმები იმ პოლიტიკურ შეფასებას, რომელიც ჭარბვალიანობას უკავშრდება, ამ კიბოს ჩვენი ეკონომიკის, რომელიც საზოგადოებას ერთხელ და სამუდამოდ მოვაშორეთ, ის აღარ დაბრუნდება", - ამის შესახებ გადაცემა "რეაქციაში" პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობასა და საბანკო რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა.

პრემიერმა საბანკო რეგულაციების ჭრილში სამშენებლო სექტორზეც ისაუბრა.

"ჩვენ უნდა გავყოთ ჭარბვალიანობასთან ბრძოლა და სამშენებლო სექტორი. სამშენებლო სექტორი ჩვენი ეკონომიკური ზრდისთვის არის მნიშვნელოვანი. ბოლო წლების განმავლობაში პირველად მოხდა, რომ ახალი ბინების გაყიდვის რაოდენობა არის უფრო მეტი, ვიდრე ძველი ბინების. ეს ჯანსაღ დინამიკაზე მეტყველებს. აქედან გამომდინარე, მეც ვფიქრობ და ეროვნული ბანკიც ფიქრობს, რომ ისინი საბოლოო სტატისტიკას ელოდებიან, რომ გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღონ.

სამშენებლო სექტორი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ, ერთის მხრივ, ჯანსაღი წვდომა ფინანსურ რესურსზე ჩვენი მოქალაქეებისთვის უნდა უზრუნველვყოთ და ის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მე ვახსენე, ჩვენი პოლიტიკის შედეგად კიდევ უფრო შევამციროთ", - განაცხადა ბახტაძემ.

ბახტაძის თქმითვე, ჩვენ ჯანსაღი პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა უნდა გავმიჯნოთ იმისგან, რაც წარსულში გვქონდა.

"რაც გვქონდა, ის იყო თაღლითობა. რაც შეეხება სხვა ტიპის სესხებს, აქაც სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების მხრიდან მცდელობას აქვს ადგილი, რომ ეს საკითხი ჩვენ მოქალაქეებს არასწორი ინტერპრეტაციით მიაწოდონ", - განმარტა ბახტაძემ.