13.თებერვალი .2016 10:47

მაკა ასათიანის ადვოკატი გია გაჩეჩილაძეს რებილიტაციის გეგმის წარდგენას სთავაზობს

views 1145
უკან

ჩვენ ვთავაზობთ გიორგი გაჩეჩილაძეს კრედიტორთა კრებაზე რეაბილიტაციის გეგმა წარმოადგინოს, - ამის შესახებ მაკა ასათიანის ადვოკატმა ტელეკომპანია "იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, გაჩეჩილაძემ "მაესტროს" ანგარიშზე სიმბოლურად ერი ლარი უნდა ჩარიცხოს, რომ დაფიქსირდეს როგორც კრედიტორი და ამის შემდეგ უკვე წარადგინოს რეაბილიტაციის გეგმა.
 
"მგონია, რომ ძალიან გადავღალეთ საზოგადოება შიდა ამბების გარეთ გამოტანით. იმისათვის რომ დავარწმუნოთ ყველა, რომ ჩვენ არასდროს არ ვგეგმავდით მაესტროს გაკოტრებას შესაბამისად არც დღეს ვგეგმავთ, ვთავაზობთ ბატონ გიორგი გაჩეჩილაძეს, რომ მან მოახდინოს სიმბოლურად ერთი ლარის ჩარიცხვა მაესტროს ანგარიშზე და დაფიქსირდეს კრედიტორად. შემდეგ კრედიტორთა კრებაზე სასამართლოში, წარმოადგინოს რეაბილიტაციის გეგმა, რომელსაც დიდი ხანია გვპირდება და სამწუხაროდ აქამდე ვერ მოიტანა. თუ კი ჩვენ, კრედიტორები, საზოგადეობა, მაესტროს ჟუნრალიტები და სასამართლო დავრწმუნდებით, რომ რეაბილიტაციის გეგმა მართლაც ეფექტურია, ყველაფერს გავაკეთებს, რომ ხმების რაოდენობით მხარი დავუჭიროთ მაესტროს რეაბილიტაციას", - აცხადებს გიორგი გვენეტაზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა