10.თებერვალი .2016 15:19

მაკა ასათიანი: საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება სამართლიანია

views 2331
უკან

საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას, ლევან გაჩეჩილაძის "მაესტროს" დირექტორად დარეგისტრიტების პროცესის შეჩერების შესახებ სამართლიანს უწოდებს არხის ერთ-ერთი მფლობელი, მაკა ასათიანი. როგორც ასათიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარია პროცესი სამართლებრივ ჩარჩოებში გადავიდეს.
 
"ეს გადაწყვეტილება სამართლიანია და "მაესტროს" მთელ გუნდს ეკუთვნის. მთავარი ის არის, რომ მოგვეცემა საშუალება სამართლებრივ ჩარჩოებში გადავიდეს ეს ყველაფერი და არ იყოს ეს მდგომარეობა რაც აქამდე იყო", - განაცხადა ასათიანმა.

შეგახსენებთ, რომ საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძის არხის დირექტორად რეგისტრაციის პროცესი დღეს შეაჩერა. როგორც უწყებაში განმარტავენ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 30 კალენდარული დღის ვადით წარმოების შეჩერების შესახებ, რომლის განმავლობაშიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა წარედგინოს სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა