მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისში ფულადი გზავნილები გაიზარდა - ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან გადმოირიცხა

5d03637b2311b
სალომე მეცხვარიშვილი
14.06.19 13:03
1940
2019 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 145.8 მლნ აშშ დოლარი (400.4 მილიონი ლარი შეადგინა), რაც 11.8%-ით(15,4 მლნ დოლარით) მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.9% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ, მაისში 1 მილიონ დოლარს გადააჭარბა. იმაზე 18 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 93.9% მოდიოდა.

ევროკავშირის ქვეყნებიდან გზავნილებზე მთლიანი გზავნილების 39.19% მოდის, დანარჩენ ქვეყნებზე კი 60.81%. ევროკავშირის ქვეყნებიდან ლიდერობს იტალია, საბერძნეთი და გერმანია. თუმცა, ყველაზე მეტი თანხა რუსეთდან არის გადმორიცხული.



2019 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 20.5 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2018 წლის მაისის(19.7 მლნ) ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით 3.9%-ით მეტია.