13.ივნისი.2019 11:40
ეკონომიკა

მაისში ექსპორტი 3.5%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 7.3%-ით შემცირდა

მაისში ექსპორტი 3.5%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 7.3%-ით შემცირდა
საქსტატმა დღეს 2019 წლის მაისის საგარეო ვაჭრობის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტზე $334 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.5%-ით მეტია. თანხობრივად ზრდა $11.4 მილიონს შეადგენს.

იმპორტის მაჩვენებელი კი წინა წელთან შედარებით $59 მილიონით შემცირდა და $751 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 7.3%-იან შემცირებას ნიშნავს.

მთლიანობაში მაისის განმავლობაში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $1,085,000,000 შეადგინა, რაც 2018 წლის მაისთან შედარებით 4.2%-ით ნაკლებია. საგარეო სავაჭრო ბრუნვის შემცირების მთავარი მიზეზი სწორედ იმპორტის შემცირებაა.

იანვარ-მაისის სტატისტიკა

2019 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $4,95 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.0 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი $1,46 მილიარდი აშშ დოლარი იყო (14.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი $3,49 მილიარდი აშშ დოლარი (3.6 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-მაისში $2,02 მილიარდი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა.
ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

20.ივნისი.2019 00:25
63

ევროკავშირი მესტიის მუნიციპალიტეტში განვითარების ახალ პროექტებს იწყებს

ვრცლად
19.ივნისი.2019 23:00
101

,,ჩვენი პროექტები ხელს უწყობს ამა თუ იმ რეგიონის განვითარებას, რასაც შემდგომში მოჰყვება უფრო მსხვილი ინვესტიციები”

ვრცლად
19.ივნისი.2019 22:35
226

შეცვალა თუ არა მომხმარებელთა ქცევა თამბაქოს რეალიზაციაზე დაწესებულმა რეგულაციებმა?-კვლევის შედეგები

ვრცლად
19.ივნისი.2019 22:00
187

კვლევა: გამოკითხულთა 47% დღეში საშუალოდ 16-20 ღერ სიგარეტს ეწევა

ვრცლად
19.ივნისი.2019 21:30
268

„ორივე მხარე კმაყოფილი ვართ“, - Tav Georgia-სა და Georgia airways-ს შორის შეთანხმება მიღწეულია

ვრცლად
19.ივნისი.2019 21:00
183

გვანცა ჩხეიძე: “საქართველოს ალიანსს უსაფრთხო გზებისთვის” ვთხოვთ, ოფიციალურად მოგვმართოს

ვრცლად