მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაიკ პომპეო: დიდი იმედი მაქვს საქართველო ბოლომდე მიიყვანს ანაკლიის პორტის პროექტს [VIDEO]

5cffdd4639a03
BM.GE
11.06.19 20:51
5038

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო [ანაკლიის] პორტის პროექტის მშენებლობას ბოლომდე მიიყვანს. პომპეოს თქმით, ეს პროექტი საქართველოს დაახლოებს თავისუფალ ეკონომიკებთან და ქვეყანას თავიდან აარიდებს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური ზეგავლენის სფეროში შესვლას.

მაიკ პომპეომ პორტის მნიშვნელობის შესახებ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართული ბრიფინგის დროს ისაუბრა.

მაიკ პომპეოს განცხადება:





“საქართველო უძველესი კულტურისა და ამაყი ხალხის სამშობლოა. მისი ისტორია კავკასიის უზარმაზარ მთებსა და შავი ზღვას შორის იწერებოდა. ქვეყნის დედაქალაქის - თბილისის - ცენტრში დრაკონის შემმუსვრელი წმინდა გიორგის მონუმენტია აღმართული. ამ სვეტზე გამოსახული ამბავი ქართველი ხალხის სულისკვეთებას გამოხატავს - ერის მამაც და უშიშარ ხასიათს წარმოაჩენს. ამის მომსწრენი გავხდით მას შემდეგ, რაც სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას მოვაწერეთ ხელი და წელს ამ დოკუმენტის 10 წლის იუბილე აღინიშნება.ჩვენი ერები მჭიდროდ თანამშრომლობენ ამ პერიოდში საკითხების ფართო სპექტრზე, მათ შორის: თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, ვაჭრობა და ენერგეტიკა, დემოკრატიის გაძლიერება და კულტურათა დიალოგის შესაძლებლობების შექმნა. მთელი ათწლეულის განმავლობაში საქართველომ საოცარი გამძლეობა გამოიჩინა 2008 წელს რუსეთის მიერ მისი დაპყრობისა და ოკუპაციისას. დღეს საქართველო კვლავ მიიჩნევა საერთაშორისო ტურიზმის დანიშნულების ცენტრად, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორად და გლობალური უსაფრთხოების ძალისხმევის მონაწილედ”,- განაცხადა მაიკ პომპეომ.