26.აპრილი.2016 15:04
საფინანსო სექტორი

მაია მელიქიძე: თითზე ჩამოსათვლელია იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც დეპოზიტების დაზღვევის სისტემა არ მუშაობს

მაია მელიქიძე: თითზე ჩამოსათვლელია იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც დეპოზიტების დაზღვევის სისტემა არ მუშაობს
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დეპოზიტების დაზღვევის საკითხი არასამთავრობო სექტორთან განიხილეს. როგორც პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედებას ემხრობა როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორი. მაია მელიქიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსჯელობა იმ საკითხებზე თუ როგორ უნდა მოხდეს დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ასანაზღაურებელი ფონდის შექმნა და მისი საბჭოს ფორმირება.
 
მისივე თქმით, კანონპროექტი ჯერ მხოლოდ დამუშავების ეტაპზეა და საბანკო სექტორი მის ამოქმედებას 2020 წლიდან ითხოვს, ნაცვლად 2018 წლისა. მაია მელიქიძე ამბობს, რომ დღეს კომერციული ბანკები საქართველოში გაკოტრების რისკის წინაშე არ არიან, თუმცა ახალი სისტემის ამოქმედება ქვეყანაში დეპოზიტარების რიცხვს გაზრდის.

"თუ ბანკს შეექმნება გარკვეული ფინანსური პრობლემა და დადგება მისი გაკოტრების საკითხი დეპოზიტარების თანხები იქნება გაცილებით უფრო მეტად დაცული. იმისთვის, რომ რისკები დაზღვეული იყოს, მსგავსი სისტემა მუშაობს ძალიან ბევრ ქვეყანაში.

თითზე ჩამოსათვლელია იმ ქვეყნების რიცხვი სადაც ეს სისტემა არ მუშაობს. გვახსოვს, რომ 2008 წელს დეპოზიტარებმა დაიწყეს თანხის გატანა კომერციულ ბანკებიდან. ეროვნული ბანკი არის გარანტი ქვეყანაში კომერციული ბანკების სტაბილურობის, თუმცა გარკვეული ინსტრუმენტი მაინც საჭიროა, იმისთვის რომ დეპოზიტების განთავსება მოსახლეობამ უფრო აქტიურად განახორციელოს და ეს თანხები არ იყოს კომერციულ ბანკებს გარეთ", - განაცხადა პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა.

24.ივნისი.2019 13:39
52

მამუკა ხაზარაძე: TBCBANK Group PLC-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ ხელახლა ამირჩიეს

ვრცლად
22.ივნისი.2019 17:25
442

LSE-ზე 1 კვირაში "თიბისი ბანკის" ღირებულება 47 მილიონი ფუნტით გაიზარდა - კვირის მიმოხილვა

ვრცლად
20.ივნისი.2019 18:59
372

Nexia TA-მ Nexia International-ის ინტერ-რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლა

ვრცლად
19.ივნისი.2019 14:50
504

“საქართველოს ბანკი” ტაქსებში ახალ, საგადამხდელო სისტემას QR - გადახდებს ნერგავს

ვრცლად
18.ივნისი.2019 17:00
412

"საქართველოს ბანკის" და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფორუმი გაიმართა

ვრცლად
18.ივნისი.2019 11:44
209

საქართველოს ბანკის ჯგუფი ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმის- extra.ge-ის განვითარებაში ინვესტირებაზე აცხადებს

ვრცლად