24.აპრილი.2019 12:56
ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი პეკინში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

მაია ცქიტიშვილი პეკინში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, მაია ცქიტიშვილი მონაწილეობას მიიღებს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფორუმში და სიტყვით გამოვა „ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობის ზონალურ ფორუმზე“.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროში მაია ცქიტიშვილი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ლი სიაოპენგი ხელს მოაწერენ 2019 წლის 5 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ პარაფირებულ შეთანხმებას „საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის საერთაშორისო სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების შესახებ“.

დაგეგმილია შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამშენებლო კორპორაციის თავმჯდომარესთან.

ვიზიტისას განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები. ყურადღება გამახვილდება საქართველოს ეკონომიკურ და სავაჭრო პოტენციალზე და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიდგომებსა და გეგმებზე.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.
ავტორი: თელარა გელანტია

24.აგვისტო.2019 20:20
64

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი

ვრცლად
24.აგვისტო.2019 19:29
88

ახალსოფელთან ტყეში ხანძრის ადგილზე ტექნიკის შესაყვანად გზა გაიჭრება

ვრცლად
24.აგვისტო.2019 18:10
115

წელს ქართული ნივრის ერთადერთი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

ვრცლად
24.აგვისტო.2019 17:15
486

"აწარმოე საქართველოში" მცირე გრანტების პროექტს შემოდგომაზე განაახლებს – დაფინანსება 30 000 ლარი

ვრცლად
24.აგვისტო.2019 16:50
1073

Ryanair–ის პილოტები გაფიცვას გეგმავენ

ვრცლად
24.აგვისტო.2019 15:30
285

მინსკში "ქართული სახლი" გაიხსნა

ვრცლად