მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილი პანკისის ხეობაში გაემგზავრა

5cbc50f1cdfb6
თელარა გელანტია
21.04.19 15:14
670
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი პანკისის ხეობაში გაემგზავრა.

როგორც ცნობილია, ხეობაში ვითარება დაიძაბა. მოსახლეობა ქვებით და ხელკეტებით დაუპირისპირდა სამართალდამცველებს.  თავის მხრივ, სამართალდამცველები რეზინის ტყვიებს ისვრიან. გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც; არიან დაშავებულები. 

მოსახლეობის პროტესტი ხადორი 3-ის მშენებლობის დაწყებას მოჰყვა.

როგორც Bm.ge-ის შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა, პანკისის ხეობაში ისიც ჩავა, მაგრამ დრო არ დაუკონკრეტებია.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარია ხელისუფლების და პანკისის ხეობის წარმომადგენლებს შორის თელავში გამართულ შეხვედრასაც ესწრებოდა, მაგრამ უცნობია, რა შედეგით დასრულდა ეს შეხვედრა.

სხვადასხვა მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ პანკისის ხეობაში ვითარების დაძაბვის გამო, შეხვედრა შეწყდა.