12.ივნისი.2019 15:13
ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: ფოთის პორტის გეგმები გაფართოებაზე, გეგმებად რჩება

მაია ცქიტიშვილი: ფოთის პორტის გეგმები გაფართოებაზე, გეგმებად რჩება
„ფოთის პორტი არსებობდა მანამ სანამ მთავრობა ანაკლიის პორტის ინტერესთა გამოხატვას გამოაცხადებდა,“ - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა bm.ge-ის კითხვას -  ხომ არ დააფრთხობს ანაკლიის პორტის ინვესტორებს ფოთში მეორე ღრმაწყლოვანი პორტის აშენებაზე საუბარი.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, საქართველოში უკვე გვაქვს რამდენიმე პორტი, შესაბამისად, ფოთის პორტის არსებობა არავისთვის სურპრიზი არ უნდა იყოს, მათ შორის, არც ბანკებისთვის და არც კონსორციუმისთვის.

„რაც შეეხება ფოთის პორტის გეგმებს გაფართოებასთან დაკავშირებით, ამაზე ფოთის პორტს საჯაროდ არაერთხდელ განუცხადებია, რომ აქვთ გეგმები. სამწუხაროდ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გეგმები მხოლოდ გეგმებად რჩება.  ამ კონკრეტულ ნებართვად წოდებულ ბრძანებას, რომელიც არ იყო ბრძანება და იყო მიწათსარგებლობის გეგმები, ჰქონდა კონკრეტული პროცედურული ხარვეზები, მათ შორის მთავარი ხარვეზი შეეხებოდა იმას, რომ ეს მიწათსარგებლობის პირობები გაიცა იმ მიწის ნაკვვეთებზე, რომელიც არ წარმოადგენდა უშუალოდ ფოთის პორტის საკუთრებას ანუ იყო სახელმწიფოს მიწა, რომელზეც სახელმწიფოს თანხმობა არ გაუცია.

შესაბამისად, ამ ეტაპზე ეს საკითხი ამოწურულია. ასეთი სახით ბრძანება გაუქმებულია და სხვა განცხადებები ფოთის პორტის მხრიდან არის კვლავ განცხადებები მათი სურვილების შესახებ“ - განმარტა მაია ცქიტიშვილმა.

bm.ge-ის კითხვაზე - შესაძლებელია, რომ ფოთის პორტის მენეჯმეტი ამ განცხადებებს შეგნებულად ავრცელებდეს, მინისტრმა თქვა, რომ ამაზე შეფასებებს ვერ გააკეთებს:

"მე ამას ვერ შევაფასებ... ვიცით, რომ ფოთის პორტი არსებობს, ვიცით, რომ ფოთის პორტს დიდი ხანია, თავისი ინფრასტრუქტურა განსაახლებელი აქვს. ასე რომ, ფოთის პორტი რომ ინფრასტრუქტურის განახლებაზე ფიქრობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვერდზე ახალი პორტი აშენდება ახალი ტექნოლოგიებით, ახალი შესაძლებლობებით, აბსოლუტურად ბუნებრივია", - განაცხადა მინისტრმა.  
ავტორი: ლიკა გურაბანიძე

19.აგვისტო.2019 21:00
91

საქსტატი: 2019 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე კაცებში უფრო მაღალია, ვიდრე - ქალებში

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:16
3199

რამდენი მლნ-ის სარგებელი მოაქვს 'ფორსაჟი 9"-ის თბილისში გადაღებას საქართველოსთვის?

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:15
101

„მგზავრთა მოსაკრებლის შეღავათით ისარგებლებს ნებისმიერი ეროვნული ავიაგადამზიდი 100.000-ზე მეტი მგზავრით“

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:01
202

"Fitch-ი ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკას დადებითად აფასებს"

ვრცლად
19.აგვისტო.2019 18:15
127

ბობ ჰამილტონი: ნებისმიერი სიგნალი, რომ მთავრობა ოპონენტებს სჯის, დასავლურ კაპიტალს დააფრთხობს

ვრცლად
19.აგვისტო.2019 18:02
67

თბილისის სააპელაციო და გურჯაანის რაიონულმა სასამართლოებმა Regininfo.ge სამართალდამრღვევად ცნო - კომისია

ვრცლად