11.ივლისი.2019 15:40
ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: ეს არის ჩვენი არჩევანი, ვიყოთ ევროპული თანამეგობრობის ნაწილი

მაია ცქიტიშვილი: ეს არის ჩვენი არჩევანი, ვიყოთ ევროპული თანამეგობრობის ნაწილი
საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ უადგილოა შეკითხვები იმის შესახებ - აირჩია თუ არა ქართველმა ხალხმა ევროპის გზა და არის თუ არა მთავრობა პროევროპული.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნამდვილად პროევროპულია. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ინსტიტუციების გაძლიერებისთვის, პოლიტიკურ პარტიებს შევთავაზეთ ძლიერი საპარლამენტო მოდელი - პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერით და ყველა მონაწილეობს დიალოგში მრგვალი მაგიდასთან. ეს ასევე ხელს შეუწყობს ახალ ძალებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან პარტიებად ჩამოყალიბებული, უკვე 2020 წლის არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. გარემო პლურალისტურია, მედია თავისუფალი, თვითმმართველობებში კი მერებს ირჩევენ პირდაპირი წესით. ეს არის ჩვენი არჩევანი, ვიყოთ ევროპული თანამეგობრობის ნაწილი და დიდი მადლობა თქვენ იმ მხარდაჭერისთვის, რაც მიმართულია იქეთკენ, რომ საქართველო გახდეს კიდევ უფრო ძლიერი,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ დღეს გაიხსნა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს ეძღვნება.
ავტორი: თელარა გელანტია

23.ივლისი.2019 00:05
308

ლევან სურგულაძე: საპენსიო სისტემა გაწევრიანებულთა 15%-მა დატოვა

ვრცლად
22.ივლისი.2019 23:00
274

ლევან სურგულაძე: საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი უახლოეს დღეებში დაინიშნება

ვრცლად
22.ივლისი.2019 22:00
1502

ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა - როგორ სრულდება 2019 წლის გეგმა?

ვრცლად
22.ივლისი.2019 21:00
283

ქრონიკული დაავადებების პროგრამის ბიუჯეტიდან 16-ჯერ მეტია დასახარჯი, ვიდრე - პირველ 6 თვეში

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:40
825

"ხშირად გვავიწყდება, რომ ევროკავშირში ექსპორტზე მომსახურების სფეროს გატანაც შეგვიძლია"

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:05
418

დიღმის ჭალებში პარკის სამშენებლო სამუშაოები აგვისტოდან დაიწყება

ვრცლად