12.ივნისი.2019 17:00
ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: ჩინეთის 23-ე ბიუროს დარღვევებზე მსოფლიო ბანკს ჩვენ ვაცნობეთ

მაია ცქიტიშვილი: ჩინეთის 23-ე ბიუროს დარღვევებზე მსოფლიო ბანკს ჩვენ ვაცნობეთ
მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრაქტორ კომპანიას - ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციას (CRCC) და მის შვილობილ კომპანიებს, მათ შორის ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბირუოს ყალბი მონაცემების წარდგენის გამო, ტენდერებში მონაწილეობა 9 თვით აეკრძალათ.

საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, შესაბამისი დარღვევა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2017 წელს გამოავლინა და მის შესახებ მსოფლიო ბანკს აცნობა.

“საუბარია მსოფლიო ბანკის დაკვეთით გამოცხადებულ ერთ-ერთ ტენდერზე, რომელიც ეხებოდა ზემო ოსიაური ჩუმათელეთის გზის მონაკვეთს, რიკოთის გზის მონაკვეთს. ტენდერი ჩატარდა 2017 წელს, სწორედ გზების დეპარტამენტის მიერ იქნა დადგენილი აღნიშნული დარღვევა და ამ გადაცდომის თაობაზე ასევე ეცნობა მსოფლიო ბანკს. სატენდერო დოკუმენტაციის შეფასების დროს გამოვლინდა ეს გადაცდომა. თუ დარღვევის აღმოჩენა ხდება, ჩვენ ვალდებული ვართ შევატყობინოთ დამფინანსებელს, რასაც ვაკეთებთ კიდეც ასეთი შესაძლო დარღვევის თაობაზე. შემდგომ უკვე უშუალოდ დონორის ანუ ამ შემთხვევაში მსოფლიო ბანკის შიდა კომიტეტმა, მათმა ანტი-კორუფციულმა კომიტეტმა, განიხილა ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია, შეაფასა ის ამ სახით და კომპანიას 9 თვის განმავლობაში შეუზღუდა მას არა სამუშაოთა შესრულება, არამედ ახალ ტენდერებში მონაწილეობის მიღება. შესაბამისად, ეს ეხება 9-თვიან პერიოდს, ამ კომპანიასა და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ ტენდერებს.

ეს კომპანია და მასთან აფილირებული კომპანიები ვალდებულები არიან გააგრძელონ ყველა ის საქმიანი ურთიერთობა, რაც მათ აქვთ აღებული ხელშეკრულებების საფუძველზე. ეს სამწუხაროდ, არ არის უნიკალური შემთხვევა და ასეთი შემთხვევები სამწუხაროდ, ხდება მთელ მსოფლიოში, სხვა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს აქვთ თავიანთი შიდა დისციპლინარული სიები.

ჩავარდნა ამ შემთხვევაში სწორედ რომ არ ყოფილა, იმიტომ რომ საგზაო დეპარტამენტმა წინადადებების განხილვის ფაზაში გამოავლინა ეს დარღვევები. ამ კომპანიას არ გაუმარჯვია ამ ტენდერში, სხვა კომპანია იყო გამარჯვებული; გაიმარჯვა კერძო კომპანია “ასტალდიმ” ამ ტენდერში; ამ კომპანიას არ აქვს სამუშაოები იმ კონკრეტულ მონაკვეთზე, რაზეც საუბარია, მაგრამ ის არის კონტრაქტორი მაგისტრალის სხვა მონაკვეთზე.

კონკრეტულად ეს კომპანია ამჟამად მუშაობს მაგალითად, სამტრედია გრიგოლეთის გზის მონაკვეთზე,” - ამბობს მაია ცქიტიშვილი.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტი საქართველოს მთავრობის მიმდინარე უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტია. მონაკვეთი, რომელზეც ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო მუშაობდა, მსოფლიო ბანკის 140-მილიონიანი კრედიტით ფინანსდება. საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების საბოლოო თარიღი კი, ამ მდგომარეობით 2023 წლის 31 დეკემბერია.

მსოფლიო ბანკის განცხადების მიხედვით, ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაცია აცხადებს, რომ აკრძალვის ცხრათვიანი ვადის გასვლის შემდეგ, ის ბანკის ყველა სტანდარტსა და მოთხოვნას დაემორჩილება.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაცია საქართველოში სხვა მსხვილ პროექტებეც მუშაობდა, მათ შორისაა თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი მაგაისტრალის პროექტი და თბილისი-ბათუმის რკინიგზის მოდერნიზების პროექტი, რომლის ღირებულებაც $278 მილიონ დოლარს შეადგენს.
ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

23.აგვისტო.2019 19:50
55

ნათია თურნავა: მცირე სასტუმროების დასახმარებლად მოვამზადეთ და გამოვაცხადეთ კონკრეტული კრიტერიუმები

ვრცლად
23.აგვისტო.2019 19:20
125

ნათია თურნავამ და თორნიკე რიჟვაძემ მცირე სასტუმროების მფლობელებს ახალი ინიციატივა გააცნეს

ვრცლად
23.აგვისტო.2019 19:10
49

შსს: წლის პირველ ნახევარში ქრთამის აღების შემთხვევები 43%–ით გაიზარდა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 17:40
247

რა პირობით მიიღებენ მცირე სასტუმროები მთავრობისგან სესხის თანადაფინანსებას

ვრცლად
23.აგვისტო.2019 17:32
618

რუსული ავიასანქციით დაზარალებული მცირე/საოჯახო სასტუმროები 1 სექტემბრიდან დაფინანსდებიან

ვრცლად
23.აგვისტო.2019 16:30
144

ლაურა ღაჭავა ნახევარმილიონიანი გირაოს შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს

ვრცლად