12.ივნისი.2019 15:45
ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის კონსორციუმს საურავები არაერთხელ ეპატია

მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის კონსორციუმს საურავები არაერთხელ ეპატია
საქართველოს ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ფინანსური დახურვის ვადა უკვე მეექვსედ გაუხანგრძლივა.

ჟურნალისტის კითხვაზე -  გათვალისწინებულია თუ არა ანაკლიის პორტის ინვესტორის მიმართ ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობისთვის შესაბამისი სანქციები, საპასუხოდ მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ ამ პროცედურებს მთავრობასთან სწორედ ახლა გადიან, თუმცა მათი პოზიციაა, რომ ან ნაწილშიც ინვესტორს მხარდაჭერა გამოუცხადონ.

„რაც შეეხება საურავებს, გადავადების პირობებს, ეს არის სწორედ ის პროცედურები, რომელსაც ჩვენ ახლა გავდივართ, რაზეც, რა თქმა უნდა, ინვესტორთანაც უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას და საქართველოს მთავრობამაც უნდა განსაზღვროს თავისი პოზიცია.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საურავები არაერთხელ ეპატია. ამ ნაწილშიც, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია იქნება ის, რომ აქაც შეღავათი გავუწიოთ ანუ თუ მხარს ვუჭერთ, მხადრაჭერა ამ ნაწილშიც იგულისხმება, მაგრამ საურავი არ არის მთავარი. არის ბევრი სხვა საკითხი, ეს არის იურიდიული შეთანხმებები, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ.

მთავარია, ჩვენი მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დამატებითი ვადა, რომელიც 2019 წლის ბოლომდე არის მოთხოვნილი ინვესტორის მხრიდან, იქნება მიცემული იმისთვის, რომ ჩვენც კონსორციუმსაც, ბანკებსაც ჰქონდეს საშუალება, რომ ეს პროცესი სრულად გავიაროთ.

ჩვენთვის მთავარია შედეგი, მთავარია ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს და კონსორციუმს მივცეთ კიდევ ერთი ვადა, რომ ეს პროცესი დასრულდეს“, - განმარტა ცქიტიშვილმა.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

22.აგვისტო.2019 11:39
5

წერეთელს პროკურატურა ფულის გათეთრებაში ხაზარაძე–ჯაფარიძის დახმარებას ედავება

ვრცლად
22.აგვისტო.2019 11:34
20

წერეთელი პროკურატურაში 18:00 საათზე, ჯაფარიძე–ხაზარაძე 19:00 საათზე დაიბარეს

ვრცლად
22.აგვისტო.2019 11:21
73

პროკურატურამ ხაზარაძე და ჯაფარიძე წარდგენილი ბრალის დაზუსტებისთვის დაიბარა

ვრცლად
22.აგვისტო.2019 11:12
328

პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი წაუყენა

ვრცლად
22.აგვისტო.2019 11:00
72

„ვერბალური ინტერვენცია, შესაძლოა, არანაკლებ ეფექტური იყოს, ვიდრე - სავალუტო ინტერვენცია“

ვრცლად
22.აგვისტო.2019 10:15
162

როდიდან განახლდება მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენტი?

ვრცლად