12.ივნისი.2019 15:45
ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის კონსორციუმს საურავები არაერთხელ ეპატია

მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის კონსორციუმს საურავები არაერთხელ ეპატია
საქართველოს ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ფინანსური დახურვის ვადა უკვე მეექვსედ გაუხანგრძლივა.

ჟურნალისტის კითხვაზე -  გათვალისწინებულია თუ არა ანაკლიის პორტის ინვესტორის მიმართ ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობისთვის შესაბამისი სანქციები, საპასუხოდ მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ ამ პროცედურებს მთავრობასთან სწორედ ახლა გადიან, თუმცა მათი პოზიციაა, რომ ან ნაწილშიც ინვესტორს მხარდაჭერა გამოუცხადონ.

„რაც შეეხება საურავებს, გადავადების პირობებს, ეს არის სწორედ ის პროცედურები, რომელსაც ჩვენ ახლა გავდივართ, რაზეც, რა თქმა უნდა, ინვესტორთანაც უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას და საქართველოს მთავრობამაც უნდა განსაზღვროს თავისი პოზიცია.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საურავები არაერთხელ ეპატია. ამ ნაწილშიც, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია იქნება ის, რომ აქაც შეღავათი გავუწიოთ ანუ თუ მხარს ვუჭერთ, მხადრაჭერა ამ ნაწილშიც იგულისხმება, მაგრამ საურავი არ არის მთავარი. არის ბევრი სხვა საკითხი, ეს არის იურიდიული შეთანხმებები, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ.

მთავარია, ჩვენი მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დამატებითი ვადა, რომელიც 2019 წლის ბოლომდე არის მოთხოვნილი ინვესტორის მხრიდან, იქნება მიცემული იმისთვის, რომ ჩვენც კონსორციუმსაც, ბანკებსაც ჰქონდეს საშუალება, რომ ეს პროცესი სრულად გავიაროთ.

ჩვენთვის მთავარია შედეგი, მთავარია ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს და კონსორციუმს მივცეთ კიდევ ერთი ვადა, რომ ეს პროცესი დასრულდეს“, - განმარტა ცქიტიშვილმა.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

18.ივნისი.2019 23:19
373

ნათია თურნავა „ეიპიემ ტერმინალსზე“: დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლოს მეშვეობით არ ვისაუბრებთ

ვრცლად
18.ივნისი.2019 23:07
353

თურნავა ქობულიას საპასუხოდ აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის კომერციულ მომგებიანობას კვლევები ადასტურებს

ვრცლად
18.ივნისი.2019 21:10
1197

მსოფლიო ბანკი-ინვესტიციების შემცირებაზე: “საქართველო კუნძული არ არის”

ვრცლად
18.ივნისი.2019 20:20
332

“წიაღის სექტორში რეფორმა გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების გააუმჯობესებას გულისხმობს”

ვრცლად
18.ივნისი.2019 20:17
286

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს მხარი დაუჭირა

ვრცლად
18.ივნისი.2019 19:44
372

„საკითხი დავსვი არაერთხელ“, - რატომ აკრიტიკებს ირაკლი კოვზანაძე საბიუჯეტო ოფისს

ვრცლად