მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაგთიკომი" "მაგთიფიქსთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

5d03cb8d2ba88
BM.GE
14.06.19 20:27
1482
„მაგთიკომი“ „მაგთიფიქსთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათი ცნობით, მაგთი ფიქსის მომსახურება უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

„17 ივნისიდან მაგთი ფიქსის მომსახურება უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება და მომხმარებლები შეუფერხებლად შეძლებენ აღნიშნული სერვისით სარგებლობას.
მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა, მაგთიკომისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, გაგრძელდა მაგთი ფიქსის ლიცენზიის მოქმედების ვადა.

მოხარული ვართ, რომ ჩვენი მომხმარებლები ისევ ისარგებლებენ მაგთი ფიქსის მომსახურებით“,- ნათქვამია განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ კომუნიკაციების კომისიამ გაავრცელა განცხადება, სადაც კომპანია "მაგთიკომს" მოუწოდა, “მაგთი ფიქსის” აბონენტები არ დაეტოვებინათ მომსახურეობის გარეშე.

"აბონენტების ინტერესების გათვალისწინებით კომისია 2 თვეზე მეტია ლიცენზიის ვადის გაგრძელებისთვის კომპანიას სხვადსხვა გამოსავალს სთავაზობს და მზად არის, მთელ რიგ დათმობებზე წავიდეს, თუმცა „მაგთიკომმა“ კომისიის მიერ შეთავაზებულ ყველა შესაძლო გამოსავალზე უარი განაცხადა",- აცხადებდა კომისია.

მოგვიანებით კომისიას თავად კომპანიამაც უპასუხა და განმარტებები გააკეთა.

"მაგთი ფიქსის ტექნოლოგია მორალურად მოძველებულია",- ნათქვამი იყო კომპანიის განცხადებაში.