11.ივნისი.2019 18:47
ეკონომიკა

„მაგთი ფიქსის“ 111,430 აბონენტი შესაძლოა მომსახურების გარეშე დარჩეს

„მაგთი ფიქსის“ 111,430 აბონენტი შესაძლოა მომსახურების გარეშე დარჩეს
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ გავრცელებული განცხადებით, „მაგთიკომს“ 17 ივნისიდან CDMA ლიცენზიის ვადა ეწურება, რომლის შემდეგაც კომპანია აბონენტებს „მაგთი ფიქსის“ სერვისით ვეღარ მოემსახურება.

მარეგულირებელი აცხადებს, რომ მზად არიან მთელ რიგ დათმობებზე წავიდნენ, რათა მომხმარებლები სატელეფონო მომსახურების გარეშე არ დარჩნენ, თუმცა „მაგთიკომმა“ კომისიის მიერ შეთავაზებულ ყველა შესაძლო გამოსავალზე უარი განაცხადა.

მათივე ცნობით, „მაგთიკომი“ ლიცენზიის გაგრძელებაზე უარს იმიტომ ამბობს, რომ აღნიშნული სერვისი მათთვის მომგებიანი არ არის.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ანალიტიკური პორტალის მონაცემებით, 2019 წლის მარტის მდგომარეობით, მაგთიკომსს 111, 430 მაგთი ფიქსის მომხმარებელი ჰყავს, შესაბამისად თუ მაგთი გადაწყვეტილებას არ შეცვლის, ამდენივე მომხმარებელი სატელეფონო მომსახურების გარეშე დარჩება.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში მაგთი ფიქსის მომხმარებელთა რაოდენობა მცირდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიას 153,207 აბონენტი ჰყავდა.
2018 წლის ბოლოს მაგთი ფიქსის მომხმარებლების რიცხვი 121,463-მდე შემცირდა. 2017 წლის ბოლოს მათი რიცხვი 168,548 იყო.

რამდენად რეალურია მარეგულირებლის მიერ დასახელებული მიზეზი, რის გამოც „მაგთიკომი“ ლიცენზიის გაგრძელებაზე უარს ამბობს, ინფორმაცია bm.ge-ის კომპანიიდან გამოთხოვილი აქვს და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

19.ივნისი.2019 18:17
75

მინისტრი: პროექტების შესრულების დინამიკა გაუმჯობესებულია... დაახლოებით, 0.5 მლრდ ათვისებულია

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:49
1324

ათეულობით მლნ ლარის ზიანი სახელმწიფოს - პასუხისგებაშია 23 მეწარმე, მათგან 17 პირი პატიმრობაშია

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:36
158

1 დოლარი 2.78 ლარი გახდა

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:22
81

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:10
237

აზერბაიჯანის ბაზრისთვის Coca-Cola Energy-ის „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ გამოუშვებს

ვრცლად
19.ივნისი.2019 16:56
114

„ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“: ტექინსპექტირების ერთ-ერთი ცენტრის სარეკლამო შეტყობინებებს მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს

ვრცლად