15.ივნისი.2019 11:20
ბიზნესი

MADE IN GEORGIA-ს იარლიყით H&M-ის ბრენდის სამოსი 64 ქვეყანაში იყიდება

MADE IN GEORGIA-ს იარლიყით H&M-ის ბრენდის სამოსი 64 ქვეყანაში იყიდება
სხვადასხვა ქვეყანაში H&M-ის მაღაზიებში ქალის სამოსი იარლიყით - MADE IN GEORGIA, მიმდინარე წლის მარტიდან იყიდება.

როგორც bm.ge-ისთან საუბრისას ქუთაისში H&M-ის ბრენდის სამოსის მწარმოებელი კომპანია „ემჯიემტექსის" დირექტორმა ელიზბარ ლომინაძემ განაცხადა, საქართველოში შეკერილი სამოსი ჯამში, უკვე 64 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

მისივე თქმით, H&M-ის ბრენდით ქალის ხაზის სამოსი  MADE IN GEORGIA-ს იარლიყით ევროპის ქვეყნების გარდა, ამჟამად ამერიკაში, თურქეთსა და ავსტრალიაში გადის.

„ხარისხთან დაკავშირებით მაღალი შეფასებები გვაქვს და ამ დრომდე პრობლემა არ გვქონია,“ - ამბობს ლომინაძე.

ამასთან, როგორც მან BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, H&M-ის გარდა, "ემჯიემტექსი" MADE IN GEORGIA-ს ირალიყით ისეთი ბრენდებისთვის კერავს სამოსს, როგორებიცაა: NEXT, Marks and Spencer, s.Oliver და Comma.

საქართველოში შეკერილი პროდუქცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, დაახლოებით, 40-დან 60 ევრომდე ღირს.

ცნობისთვის, შპს „ემჯიემტექსი“, რომელიც 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდა, წლიურად 720 000 ცალ ქალის ხაზის ტანსაცმელს აწარმოებს; საწარმოში 320 ადამიანია დასაქმებული. ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი, 3 მლნ ლარს შეადგენს.

კომპანია ქართულ-რუმინული ინვესტიციით შეიქმნა.  „ემჯიემტექსი“ რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი „Ottorose”-ის შვილობილი კომპანიაა.

"ემჯიემტექსი" სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი ბენეფიციარია. კომპანიამ სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, უახლესი ტექნოლოგიის საკერავ მანქანა-დანადგარების შეძენა შეძლო.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე

19.აგვისტო.2019 19:16
16047

რამდენი მლნ-ის სარგებელი მოაქვს 'ფორსაჟი 9"-ის თბილისში გადაღებას საქართველოსთვის?

ვრცლად
05.ივნისი.2019 13:54
1181

BMG-ის პასუხი ავსტრიის საელჩოს - არად ბენკოსთან ინტერვიუს სრული ვერსია ინგლისურ ენაზე

ვრცლად
25.აპრილი.2019 10:58
470

აღსრულების ეროვნული ბიურო: გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
534

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
715

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1323

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად