მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაჩუ-პიქჩუსთან ახლოს საერთაშორისო აეროპორტი შენდება

5ce00b80a5e24
მიშა ხაჩიძე
18.05.19 19:10
739
მაჩუ-პიქჩუსთან ახლოს საერთაშორისო აეროპორტი შენდება.

პერუს ხელისუფლების გადაწყვეტლებით, ახალი ტერმინალი, რომლის მშენებლობაც ინკების ქალაქთან, 30 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ ჩინჩეროში უკვე მიმდინარეობს, 2023 წელს გაიხსნება.

აეროპორტი, დაახლოებით, 6 მილიონ ტურისტს მოემსახურება, რომელიც ყოველწიურად პერუს ისტორიულi და უნიკალური ძველი ქალაქის სანახავად კუსკუს რეგიონში ჩადის.

როგორც პერუს მთავრობაში განმარტავენ, ახალი აეროპორტი უცხოელ ვიზიტორებს მე-15 საუკუნის ტურისტულ ატრაქციონთან მისვლას გაუმარტივებს.

ამ დრომდე ტერიტორიაზე მოხვედრა მხოლოდ პერუს დედაქალაქ ლიმადან ან ბოლივიის დედაქალაქ ლა პასიდან ავტობუსებით იყო შესაძლებელი.

ახალ აეროპორტი 480.000 კვადრატულ მეტრზე იქნება განლაგებული, ტერმინალს მინიმუმ 10 ასაფრენი ზოლი ექნება.

არქეოლოგები პერუს ხელისუფლების გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებენ. როგორც მკვლევარები აცხადებენ, ტერმინალის აშენება ისტორიულ ტერიტორიასთან ახლოს "უბედურება" იქნება.