14.აგვისტო.2019 14:13
ეკონომიკა, საზოგადოება

მაჭავარიანი ტელეკომპანიების საბიუჯეტო დავალიანებაზე: "რუსთავი 2" - 28 მლნ, "იმედი"-19 მლნ, "მაესტრო"- 8 მლნ

მაჭავარიანი ტელეკომპანიების საბიუჯეტო დავალიანებაზე: "რუსთავი 2" - 28 მლნ, "იმედი"-19 მლნ, "მაესტრო"- 8 მლნ
რამდენიმე წუთის წინ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ქართული ტელევიზიების მიერ დაგროვილ მრავალმილიონიან ვალზე გააკეთა კომენტარი. მაჭავარიანის თქმით, ვალების ამნისტია მავნე პრაქტიკას წარმოადგენს და მის ნაცვლად სახელმწიფო მზად არის, რომ ამ ვალების ჩამოწერის ნაცვლად მათი რესტრუქტურიზაცია მოხდეს. 

"გუშინაც დამისვეს ეს კითხვა და ვრცლად გიპასუხებთ. რამდენიმე ტელევიზიას აქვს საკმაოდ მსხვილი დავალიანება, იმედი, რუსთავი და მაესტრო, თანხები არის რუსთავი 2 28 მილიონის, იმედს 19 მილიონის, მაესტროს კი 8 მილიონის დავალიანება აქვს.

ისტორიას თუ გადავხედავთ, საქართველოში ეს მანკიერი პრაქტიკა არსებობდა. მემგონი ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გასწორდეს. არის სხვა ტელევიზიებიც, რომლებსაც არ აქვთ დავალიანება და ისინი იხდიან პატიოსნად თანხას. ეს ტელევიზია პატიოსნად იხდიდა, ასევე კავკასიაც. რა დააშავეს მათ ვინც პატიოსნად იხდის გადასახადებს. ეს ამბავი უნდა მოგვარდეს და გასწორდეს, ყველამ უნდა დაიწყოს გადახდა. ეს დავალიანებები არის საკმაოდ დიდი.

მინდა მოვუწოდო ტელევიზიებს, უახლოეს ვადაში - ორ კვირაში მინდა რომ მოვიდნენ და წარმოადგინონ საგადასახადო ტვირთის გადანაწილების და შემსუბუქების პროექტი. მიმდინარე დავალიანებები კი უნდა გადაიხადონ და აღარ გააგრძელონ ვალის დაგროვება. ეს არის სენსიტიური სექტორი, თუმცა მათ უნდა გადაიხადონ ეს თანხა,"- აცხადებს მაჭავარიანი.

ივანე მაჭავარიანის განცხადება ტელეკომპანიების ვალებთან დაკავშირებით:

ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

21.აგვისტო.2019 20:15
30

„სამწუხაროდ, ყველაფერი გაძვირდა ქვეყანაში, ტაქსის გარდა - ეს არ არის სწორი“

ვრცლად
21.აგვისტო.2019 19:30
72

ქარელში "რუისის ქარის ელექტროსადგურის" მშენებლობა იგეგმება

ვრცლად
21.აგვისტო.2019 19:00
64

ფილარმონიის ბედი კვლავ გაურკვეველია - ეკონომიკის სამინისტრო 6 თვეა ფიქრობს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:45
112

„რაინეარის" კომერციული დირექტორი: „ეს მხოლოდ დასაწყისია"

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:29
190

ნიკა გვარამია: ვაკეთებ ამბიციურ TV-ს, ინვესტორები - არის... ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:01
83

ჩოგოვაძე: Ryanair-ის შემოსვლა ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაუახლოვდება ევროპას და ევროპა - საქართველოს

ვრცლად