23.აპრილი.2019 18:30
ეკონომიკა, საფინანსო სექტორი

მაჭავარიანი რომან გოცირიძეს - "საერთოდ ეკონომიკასთან ახლოს ჩაგივლიათ?"

მაჭავარიანი რომან გოცირიძეს - "საერთოდ ეკონომიკასთან ახლოს ჩაგივლიათ?"
"საერთოდ ეკონომიკასთან ახლოს ჩაგივლიათ?"- ასე მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს და პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარეს რომან გოცირიძეს. გოცირიძემ მინისტრს ჰკითხა თუ რა დაჯდა "ქართუ ფონდის" მიერ მოსახლეობისთვის ვალების ჩამოწერის პროგრამა, რაზეც მინისტრმა განაცხადა რომ ეს კომერციული საიდუმლოებაა და ის ასეთ ინფორმაციას რა თქმა უნდა ვერ გასცემს. 

რომან გოცირიძემ ივანე მაჭავარიანს ბანკების შესაძლო შევიწროების შესახებაც ჰკითხა, რასაც ადგილი ჰქონდა კომერციულ ბანკებთან მოლაპარაკებების დროს, რაზეც მინისტრმა თქვა, რომ ეს განცხადება არის სიცრუე და არავითარ შევიწროვება ამ მოლაპარაკებების მსვლელობისას არ მომხდარა. 

ივანე მაჭავარიანი:

"ვალების ჩამოწერაზე ყველა მოლაპარაკების დროს ჩართული ვიყავი. არავისგან ოდნავ მსგავსი იძულება არ გამოთქმულა. ტონალობაც კი არ ყოფილა არცერთი მიკროსაფინანსოსგან, არცერთი ონლაინ-მსესხებლისგან, არცერთი ბანკისგან. პირიქით, ერთი-ორმა რომ თქვა, რომ “არ მაწყობს, იმიტომ რომ ჩვენ გვინდოდა რომ ერთი მნიშვნელი ყოფილიყო, ყველას სხვადასხვა კომპენსაცია კი არ მიეღო, რომ სპეკულაცია დაწყებულიყო ფავორიტიზმის შესახებ, არამედ ერთი ყოფილიყო. საერთო შეთავაზებაზე კი ყველას ჭკუაზე მოყვანა ძნელია. ამიტომ ვთქვით, ვინც არა, კი ბატონო, გავიდეს. არანაირი მსგავსი მუქარის მაგვარიც კი არ ყოფილა. ამას მე ვესწრებოდი და თქვენ მეუბნებით რომ “წაართვით, წაღლიტეთო”, ღმერთი საერთოდ აღარ გწამთ? რა უბედურებაა ეს? ამას არ კადრულობს არავინ."

რომან გოცირიძე:

"თიბისისის ხელმძღვანელს არ მოუსმინეთ აქ რომ იყო? 3 მილიონი ლარი მოგვცეს 120 მილიონშიო?"

ივანე მაჭავარიანი:

"რა შუაშია თიბისი, ვაიძულეთ? ვიძულეთ კაცო? ყველასთვის მომგებიანი იყო ეს შეთავაზება. აბსოლუტურად ყველასთვის. ყველა ბანკს ჰქონდა ერთი წუხილი, ის კი არა, რომ იაფად გასცეს ეს თანხები, ყველამ ძალიან სარფიანად მიიღო. მათ დასვეს კითხვა, ეს ხომ არ იმოქმედებდა სამომხმარებლო კულტურის ცვლილებაზე? რომ მომავალში ასეთი მოტივაცია შეექმნა, რომ არ გადაეხადა ხალხს სესხი, “გამოჩნდება კიდევ რომელიღაც მთავრობა, რომელიც კიდევ ერთხელ შეიძლება გამოისყიდოსო.” და ეს კითხვა მართლა ვალიდური იყო, ამას ჰქვია “მორალ ჰაზარდი” რომ იცოდეთ. აი ეს იყო, თორემ კითხვის ნიშანი არ იყო, რომ ძალიან სარფიანად გაყიდა ყველამ პორტფელი. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით."

რომან გოცირიძე:

"რა დაჯდა? ჩამოწერა თუ განულება?"

ივანე მაჭავარიანი:

"რა დაჯდა არ შეიძლება ამის თქმა, ჰკითხეთ ბანკებს და ჰკითხეთ ქართუს. მე რატომ უნდა გითხრათ? ეს კომერციული ხელშეკრულებაა. საერთოდ ეკონომიკასთან ახლოს ჩაგივლიათ? კომერციული ხელშეკრულებაა, როგორ შეიძლება გამოიტანოს მთავრობის წარმომადგენელმა."

ვალების განულების შესახებ:

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილმა “ფონდმა ქართუმ” 2000 ლარამდე ვადაგადაცილებული სესხების ჩამოწერის დაპირება გასცა. სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე ფონდმა საქართველოს პრაქტიკულად ყველა საფინანსო დაწესებულებასთან დადო გარიგება და მათში არსებული ვადაგადაცილებული სესხების პორტფელი იყიდა. 

პროექტის დასრულებიდან სამი თვის შემდეგაც არ იცის საზოგადოებამ თუ ზუსტად რამდენი მილიონი დახარჯა “ქართუმ” ამ პროექტზე. საჯაროდ მხოლოდ 100 მილიონი ლარი დასახელდა, რაც ფონდმა პროგრამის დაწყებამდე დაარეზერვა. ასევე, უცნობია თუ რა ნაწილი იყო ჩამოწერილ ვალებში ძირი თანხა და რა დარიცხული ჯარიმა/საურავები. ვებ გვერდ vali.ge-ის მონაცემებით, სულ 615,164 ფიზიკური პირის 1,387,296 ერთეული სესხი განულდა, ჩამოწერილი თანხა კი, 4,104,429,484 ლარს შეადგენს. 
ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

19.აგვისტო.2019 15:47
35

"თიბისი ბანკის ჯგუფი" My Group-ის საკონტროლო პაკეტს ყიდულობს - გარიგების ფასი ₾19 მლნ-ია

ვრცლად
19.აგვისტო.2019 15:05
68

II კვარტალში მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის, თხის, ღორის და ფრინველის რაოდენობა შემცირებულია

ვრცლად
19.აგვისტო.2019 15:00
105

7 თვეში საქართველოდან იმპორტისთვის $5 მლრდ-მდე გავიდა - TOP-5 საიმპორტო საქონელი

ვრცლად
19.აგვისტო.2019 14:20
252

2019 წლის 7 თვეში საქართველომ ექსპორტიდან $2.1 მლრდ მიიღო - TOP-5 საექსპორტო საქონელი

ვრცლად
19.აგვისტო.2019 13:55
113

თურქეთი, ჩინეთი და რუსეთი საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების სამეულშია

ვრცლად
19.აგვისტო.2019 13:45
84

ეკატერინე მიქაბაძე: ექსპორტის ზრდა ეკონომიკური განვითარების მიმართ პოზიტიურ მოლოდინს ამყარებს

ვრცლად