23.აპრილი.2019 16:30
ეკონომიკა

მაჭავარიანი ოპოზიციას: "პოპულისტი რომ ვიყო, ვიტყოდი, რომ თქვენ დროს საგადასახადო ტვირთი 12-დან 24%-ზე ავიდა"

მაჭავარიანი ოპოზიციას: "პოპულისტი რომ ვიყო, ვიტყოდი, რომ თქვენ დროს საგადასახადო ტვირთი 12-დან 24%-ზე ავიდა"
მე რომ თქვენნაირი პოპულისტი ვიყო, ვიტყოდი, რომ თქვენ დროს საგადასახადო ტვირთი 12-დან 24 პროცენტზე ავიდა, მაგრამ არ ვარ პოპულისტი,- ასე მიმართა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ოპოზოციას. კამათი საპენსიო რეფორმაზე საუბარს მოჰყვა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერი გიგა ბოკერია დაინტერესდა, რატომ დახარჯავს მთავრობა ხალხის ფულს მათზე უკეთესად.

„რატომ არის ამ მთავრობის ლოზუნგი, საპენსიო შენატანზე, გნებავთ დედოლარიზაციაზე, რომ ხალხს ელაპარაკებიან და ეუბნებიან, რომ მოიქეცით როგორც ჩვენ გეუბნებით და არა ისე, როგორც ჩვენ ვიქცევით. რატომ არის ასეთი ცინიკური და ფარისევლური მორალი, რომ გვეუბნებით, ჩვენზე უკეთ დახარჯავთ ჩვენს ფულს და ზრდა რომ არ არის საკმარისი, ეს არის გარემოების ბრალი? რომ თქვენ ჩვენზე უფრო ჭკვიანები ხართ და თქვენ ხართ ბავშვები, რომლებზეც ჩვენ ვიზრუნებთ. თან გვატყუებთ, რომ თქვენთვის რაც გინდათ, იმას სხვებს არ სთვაზობთ“, - განაცხადა ბოკერიამ.

ივანე მაჭავარიანმა კი აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში გადასახადების ზრდა არ მომხდარა.

„თქვენ თუ ნახავთ, ბოლო წლების განმავლობაში საგადასახადო შემოსავლები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 25 პროცენტის მიდამოშია ისე, რომ გადასახადების გაზრდა, განაკვეთების გაზრდა არ მომხდარა. ის, რომ 0.1 - 0.2-ით იზრდება, ეს არ არის ცუდი ნიშანი. ეს ნიშნავს, რომ ადმინისტრირების ხარჯზე ჩვენი ეკონომიკის ჩრდილოვანი ნაწილიც, რომელიც ვიცით, რომ არსებობს, ის მცირდება. ეს არის ზუსტად პროდუქტიულობა, გადასახადების მობილიზების უნარი ისე, რომ ერთი მხრივ განაკვეთებს არ შეეხო, არ გაზარდო და მეორე მხრივ არ გაურთულო გადამხდელს პროცედურები და ამის ხარჯზე არ გააკეთო. ამ მიმართულებით, არა მარტო პროცედურები არ გავართულეთ, ავტომატურ რეჟიმში დღგ-ს ვუბრუნებთ და შარშან 520 მილიონი დავუბრუნეთ. რაც შეეხება როდის მოხდა ტვირთის ზრდა - გაგიკვირდებათ და მე რომ თქვენნაირი პოპულისტი ვიყო, ვიტყოდი, რომ თქვენ დროს 12 პროცენტიდან 24 პროცენტზე გაიზარდა საგადასახადო ტვირთი-თქო, მაგრამ არ ვიტყვი, არ ვარ პოპულისტი. მაგ პერიოდში მოხდა გადასახადების განაკვეთების შემცირება, ზოგიერთი გადასახადის გაუქმება, მაგრამ ზუსტად პროდუქტიულობის ხარჯზე 12-დან 24-ზე ავიდა და იყო დადებითი მოვლენა. რაღა 25.5-დან 25.6-მდე რომ ავიდა, ეს არის ტვირთის გაზრდა? ბატონო გიგა, ციფრებთან ახლოს ხართ? 12-დან 24-მდე რომ ავიდა, მაგას არ გსაყვედურობთ და 25.5-დან 25.6-მდე რომ მაგას გვსაყვედურობთ? ნამუსი აღარ არის ხალხო? 12-ზე ჩამოვალ თუ გინდათ? გავიგეთ ბატონო გიგა, რომ ციფრებთან ვერ ხართ კარგად. კონცეპტუალურად უფრო გამართული უნდა იყოთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

24.მაისი.2019 21:00
3

"გაფიცულმა თანამშრომლებმა „რუსთავის ფოლადში" მუშაობა განაახლეს"

ვრცლად
24.მაისი.2019 20:00
29

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე: “ჩვენი მიზანია, არანაკლებ 6000 სამუშაო ადგილი შეიქმნას“

ვრცლად
24.მაისი.2019 19:50
47

ნიკოლოზ ჩიქოვანი: ჭიათურაში მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანების პრობლემა გადაწყვეტილია

ვრცლად
24.მაისი.2019 19:28
107

საპენსიო სააგენტომ FT-ს ვაკანსიის განთავსებაში £800 გადაუხადა, Economist-ს კი - €750

ვრცლად
24.მაისი.2019 19:21
61

ევროპის სატრანსპორტო ქსელში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრირების საკითხი დააყენეს

ვრცლად
24.მაისი.2019 19:12
50

Facebook-მა 6 თვეში 3 მილიარდი ყალბი გვერდი წაშალა

ვრცლად