23.აპრილი.2019 17:13
ეკონომიკა

მაჭავარიანი ომეგას - "თქვენ კაპიკის გადამხდელი არ ხართ"

მაჭავარიანი ომეგას - "თქვენ კაპიკის გადამხდელი არ ხართ"
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ომეგა ჯგუფი ბიუჯეტის წინაშე "კაპიკის გადამხდელი არაა". მინისტრმა "ომეგას" ხელმძღვანელს ლევან აღდგომელაშვილს და დეპუტატ ნატო ჩხეიძეს უთხრა, რომ სახელმწიფო დავას სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოშიც მოიგებს, რომელზეც "ომეგას" ქონების აღსრულების საკითხი უნდა გადაწყდეს. 

ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ვალის გადავადებაზე "ომეგას" შემოთავაზება სახელმწიფოსთვის მიუღებელია, რადგანაც ის მომდევნო სამი წლის განმავლობაში 56-მილიონიანი დავალიანების გაყინვას ითვალისწინებს. 

ივანე მაჭავარიანი:

"ცხადზე ცხადია, აქ ბატონმა სახელი დამავიწყდა მისი, [ლევან აღდგომელაშვილმა] თქვა რომ “ჩვენ შემოვიტანეთ შეთანხმება, მზად ვიყავით რომ სრულად გადავიხადოთ 56 მილიონი ლარიო” რა სრულად ბატონებო? კაპიკის გადამხდელი არ ხართ. წაგიკითხავთ შეთანხმებას. აგერ წერია, რა შემოვიდა 5 მარტს, “ვალის დაფარვის ვადა” აქედან უნდა მოხდეს სამი წლის განმავლობაში დავალიანების გაყინვა, ხოლო შემდეგი შვიდი წლის განმავლობაში, ყოველ კვარტალურად ორი მილიონი ლარი უნდა გადაიხადოს. ამას ამბობენ და ამაზე უარს რომ იღებენ, ამბობენ რომ “მე სრულ თანხას ვიხდიდიო”. სამი წელი საერთოდ კაპიკის გადახდა არ უნდათ, ეგეთი საგადასახადო შეთანხმება თუ სადმე გაგიგიათ? მე გითხარით, რომ საურავებს გაპატიებთ და კიდევ მეტსაც გაპატიებთ, თქვენ რომ კაპიკის გადამხდელი იყოთ. მთელი წლის ბოლომდე, მაშინ როდესაც თქვენ იძახდით რომ ჩერდებოდით, გითხარით რომ მოგეტანათ ნორმალური შეთანხმება. დღესაც იგივეს გეუბნებით. რამდენი რამე მოხდა, რამდენი პოლიტიკური პერიპეტია მოხდა. ოდნავ მაინც ჭკუასთან ახლოს მყოფი შეთავაზება, აქ ჭკუასთან ახლოს მყოფს იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვინმეს შეურაცხყოფა მინდა. ქალბატონო ნინო."

ნატო ჩხეიძე:

"ბატონო ივანე მგონი თქვენ სახელებს ვერ იმახსოვრებთ, როგორც ჩანს, ყველა სხვა დანარჩენთან ერთად აღარც ადამიანების სახელები აღარ გახსოვთ. თქვენ მიგაჩნიათ, რომ არასწორად რომ იტყვით, არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ ეს არაფერს არ ნიშნავს. ამიტომ გთხოვთ, რომ სწორად იაზროვნოთ და სწორი ფრაზები ბრძანოთ."

ივანე მაჭავარიანი:

"მე მგონია, ქართული სახელმწიფო, საგადასახადო ორგანოები, არავისთან ისე მართალი არ არის, როგორც ომეგასთან. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით."

ნატო ჩხეიძე:

"სტოკჰოლმის სასამართლომ თქვა, ამის სრულიად საპირისპირო, ბატონო ივანე. თქვენ რაც წესი გგონიათ, მისი სრულიად საპირისპიროა საერთაშორისო სამართალი." 

ივანე მაჭავარიანი:

"სამართალს რაც შეეხება, სტოკჰოლმში არანაირი პროცესი არავის არ წაუგია, მე როგორც ვიცი, იქ მოხდა კონკრეტული გადაწყვეტილების შეჩერება, არბიტრის მიერ, რასაც არ ეთანხმება იუსტიციის სამინისტრო და მაგასაც ნახავთ ეგ პროცესი სად მივა და ვინ მოიგებს."

თამბაქოს მწარმოებელი კომპანია "ოჯთ" დღემდე დახურულია. კომპანიაში დასაქმებული ადამიანები გათავისუფლებულები არიან. "ოჯთ"-ის სახელმწიფოს წინაშე 53-მილიონიანი დავალიანება ერიცხება. 

კომპანიის დირექტორმა 2019 წლის 14 მარტს განაცხადა, რომ "ომეგა" დავალიანების გადანაწილებას 10 წელზე ითხოვს, საიდანაც სამი საშეღავათო წელი იქნება.

როგორც ცნობილია, "ომეგა ჯგუფს" საქართველოს ბანკის წინაშეც მრავალმილიონიანი დავალიანება აქვს დაგროვილი. ბანკის მიერ 2018 წლის პირველ ოქტომბერს გავრცელებული განცხადების მიხედვით, ჯგუფის ვალდებულებები 84 მილიონ ლარს აღემატება. 
ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

22.მაისი.2019 23:21
67

GWP მეოთხე წელია Fitch-ის მიერ მინიჭებულ რეიტინგს "BB მინუსს" სტაბილურად ინარჩუნებს

ვრცლად
22.მაისი.2019 23:20
78

დეპუტატი-ლარის კურსზე: „ჩვენ ახლა ვართ, როგორც ნაფოტი - ტალღაზე მიგდებული“

ვრცლად
22.მაისი.2019 23:00
57

24 მაისს, აჭარის მთავრობა ბიზნესს შეხვდება

ვრცლად
22.მაისი.2019 22:10
63

ეკონომიკის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს ამბროლაურში აღნიშნავს

ვრცლად
22.მაისი.2019 21:50
199

„საბანკო რეგულაციების გამო, ტურ-პაკეტებზე ჯავშნების რაოდენობამ იკლო“

ვრცლად
22.მაისი.2019 21:40
219

ესკო: ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება 21%-ით გაიზარდა

ვრცლად