14.აგვისტო.2019 14:35
ეკონომიკა

მაჭავარიანი: 2016 წლის შემდეგ, "იმედი", "რუსთავი 2" და "მაესტრო" გადასახადებს არ იხდიან

მაჭავარიანი: 2016 წლის შემდეგ, "იმედი", "რუსთავი 2" და "მაესტრო"  გადასახადებს არ იხდიან
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა რამდენიმე წუთის წინ ქართული ტელეკომპანიების მიერ ცენტრალური ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი მრავალმილიონიანი ვალდებულებების წინაშე გააკეთა განცხადება. 

მაჭავარიანის თქმით, სამი ტელეკომპანიის - იმედის, რუსთავი 2-ისა და მაესტროს ვალი ბიუჯეტის წინაშე 55 მილიონ ლარს აღწევს, კერძოდ კი იმედის ვალი 19 მილიონ ლარამდე, რუსთავი 2-ის ვალი 28 მილიონ ლარამდე, ტელეკომპანია მაესტროს ვალი კი 8 მილიონ ლარამდეა. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სახელმწიფო ამ ვალებთან მიმართებით ამნისტიის გამოცხადებას არ გეგმავს და ის არხების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, შემდგომი ორი კვირის განმავლობაში ვალის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის სამინისტროს მიმართონ. "დაუდჯელობის სინდრომი და ეს მავნე პრაქტიკა უნდა დასრულდეს" აცხადებს მინისტრი.

"გუშინაც დამისვეს ეს კითხვა და ვრცლად გიპასუხებთ. რამდენიმე ტელევიზიას აქვს საკმაოდ მსხვილი დავალიანება, იმედი, რუსთავი და მაესტრო, თანხები არის რუსთავი 2 28 მილიონის, იმედს 19 მილიონის, მაესტროს კი 8 მილიონის დავალიანება აქვს. 

ისტორიას თუ გადავხედავთ, საქართველოში ეს მანკიერი პრაქტიკა არსებობდა. მემგონი ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გასწორდეს. არის სხვა ტელევიზიებიც, რომლებსაც არ აქვთ დავალიანება და ისინი იხდიან პატიოსნად თანხას. ეს ტელევიზია პატიოსნად იხდიდა, ასევე კავკასიაც. რა დააშავეს მათ ვინც პატიოსნად იხდის გადასახადებს. ეს ამბავი უნდა მოგვარდეს და გასწორდეს, ყველამ უნდა დაიწყოს გადახდა. ეს დავალიანებები არის საკმაოდ დიდი. 

მინდა მოვუწოდო ტელევიზიებს, უახლოეს ვადაში - ორ კვირაში მინდა რომ მოვიდნენ და წარმოადგინონ საგადასახადო ტვირთის გადანაწილების და შემსუბუქების პროექტი. მიმდინარე დავალიანებები კი უნდა გადაიხადონ და აღარ გააგრძელონ ვალის დაგროვება. ეს არის სენსიტიური სექტორი, თუმცა მათ უნდა გადაიხადონ ეს თანხა.

ეს არის ძირითადად 2017, 2018 და 2019 წელს დაგროვილი ვალდებულებები, 2016 წლის ბოლოდან არის დაწყებული ვალდებულებების დაგროვება, მანამდე ყველა წესიერად იხდიდა,"- აცხადებს მაჭავარიანი.

ივანე მაჭავარიანის განცხადება ტელეკომპანიების ვალებთან დაკავშირებით:

ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

21.აგვისტო.2019 19:30
33

ქარელში "რუისის ქარის ელექტროსადგურის" მშენებლობა იგეგმება

ვრცლად
21.აგვისტო.2019 19:00
52

ფილარმონიის ბედი კვლავ გაურკვეველია - ეკონომიკის სამინისტრო 6 თვეა ფიქრობს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:45
91

„რაინეარის" კომერციული დირექტორი: „ეს მხოლოდ დასაწყისია"

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:29
159

ნიკა გვარამია: ვაკეთებ ამბიციურ TV-ს, ინვესტორები - არის... ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:01
77

ჩოგოვაძე: Ryanair-ის შემოსვლა ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაუახლოვდება ევროპას და ევროპა - საქართველოს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 17:13
105

ნათია თურნავა: „საქართველოს პრემიერსა და „რაინეარს" შორის გამართული შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ 2019 წელს დაანონსებულ სამ მიმართულებას კიოლნის მიმართულებაც დაემატება"

ვრცლად