06.დეკემბერი.2018 13:02
მსოფლიო

ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო ხდება

ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო ხდება
იმ დროს, როდესაც ბრიტანეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 3,1%-ით ძვირდება,  ლუქსემბურგი პირველი ქვეყანა ხდება მსოფლიოში, სადაც მგზავრობის ტარიფი საერთოდ უქმდება.

სიახლე ქვეყანაში 2019 წლის ზაფხულიდან ამოქმედდება და ნებისმიერი მგზავრი მატარებლის, ტრამვაისა და ავტობუსის მეშვეობით გადაადგილებას უფასოდ შეძლებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება, ლუქსემბურგის მთავრობამ, საცობების შემცირების მიზნით მიიღო ანუ უფასო ტრანსპორტმა სტიმული უნდა მისცეს საზოგადოებას, რომ პირადი ავტომობილების მაგივრად, უფასოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრონ.

ეს კი, ლუქსემბურგის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას, რომელიც გადატვირთული მოძრაობით იქმნება - შეძლებისდაგვარად დაარეგულირებს.

გარდა ამისა, უსახლკაროები შეძლებენ უფასოდ გადაადგილებას, შესაბამისად, ტრანსპორტი მათთვის ცივ ზამთარში, თბილ თავშესაფრად იქცევა.

დღევანდელი მონაცემებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ეკონომ-კლასით მგზავრობა - 2 ევრო, პირველი კლასით კი - 3 ევრო ღირს; ხოლო ულიმიტო, ერთდღიანი აბონემენტის ღირებულება 4 ევროა.

საერთაშორისო სააგენტო independent-ის ინფორმაციით, ლუქსემბურგის მთავრობას, სატრანსპორტო სისტემა წელიწადში მილიარდი ევრო უჯდება.

2019 წლიდან კი, ხარჯი ნაწილობრივ გადასახადებიდან დაიფარება; ხოლო თუკი უფასო ტრანსპორტი გაამართლებს და რიგ პრობლემებს გადაჭრის ქვეყანაში, მსგავს გადაწყვეტილებას საფრანგეთის მთავრობაც მიიღებს და საქალაქთაშორისო ავტობუსს უფასოს გახდის.
ავტორი: მარიამ ადამია

17.ივნისი.2019 23:30
12

წყალში ჩაძირული თვითმფრინავი

ვრცლად
17.ივნისი.2019 23:30
18

Huawei პროდუქციას ამცირებს

ვრცლად
17.ივნისი.2019 22:10
111

ეკონომიკური კრიზისის ფონზე ვენესუელა რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას იწყებს

ვრცლად
17.ივნისი.2019 21:05
181

ბიტკოინის ფასი 9000 აშშ დოლარს გადაცდა

ვრცლად
17.ივნისი.2019 13:25
12703

ქართველების უკანონოდ გადაყვანა ისრაელში - დაკავებულია 14 ადამიანი

ვრცლად
17.ივნისი.2019 13:15
670

ევროპის ყველაზე მასშტაბური შეიარაღების პროექტი

ვრცლად