20.ივნისი .2019 22:00

Lufthansa საპროტესტო აქციებს აანონსებს

views 357
უკან

ავიაკომპანია Lufthansa გაფიცვას აპირებს.  გერმანული კონცერნი პროვკავშირების ორგანიზებით მასშტაბურ საპროტესტო აქციებს ივლისის თვიდან აანონსებს. მიზეზი, პროფკავშირებისა და Lufthansa-ს ხელმძღვანელობის შეუთანხმებლობაა გარკვეულ საკითხებზე: მათ შორის, საპენსიო დანამატსა და ხელფასის მატებაზე.


გერმანული მედიის ინფორმაციით, გაფიცვა შეეხება Lufthansa"-ს შვილობილ დაბალბიუჯეტიან კომპანია, Eurowings -საც.


ამ ეტაპისთვის, პროფკავშირები ავიაკომპანიის საბოლოო პასუხს ელოდება, რომელიც სავარაუდოდ მომავალ კვირას გავრცელდება. იმ შემთხვევაში თუ საკითხებზე ვერ შეჯერდებიან, პროფკავშირები და "Lufthansa" მასობრივ გამოსვლებს უკვე ივლისიდან დაიწყებს.