მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

LSE-ზე 2 ქართული კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა, 2-ის კი შემცირდა

5d628e825ada2
ლევან თაღიაშვილი
26.08.19 09:30
1222
ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული "საქართველოს ბანკის" 180 ათასზე მეტი აქცია გასხვისდა 2.4 მილიონ ფუნტად. "Georgia Capital"-ის ყველაზე მეტი, 439 ათასი ფასიანი ქაღალდი 4.5 მილიონ ფუნტად გაიყიდა, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" ფასიან ქაღალდებზე დადებული გარიგების ღირებულება 97 ათასი ფუნტი იყო, რაც შეეხება "თიბისი ბანკს", მისი 206 ათასი აქცია 2.6 მილიონ ფუნტად გასხვისდა .

ამასთან, გასული 7 დღის განმავლობაში 2 ქართული კომპანიის 1 აქციის ღირებულება გაიზარდა, 2-ის კი შემცირდა.

"საქართველოს ბანკისა" და "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 1 აქციის ფასი 3.09%-ითა და 2.27%-ით გაიზარდა და შესაბამისად, ახლა ის 13.69 და 2.27 ფუნტი ღირს. კლება განიცადა Georgia Capital-ის აქციების ფასმა 0.39%-ით, "თიბისი ბანკის" აქციების ფასი კი 1.85%-ით შემცირდა.

Georgia Capital-ის 1 ფასიანი ქაღალდი 10.26 ფუნტი ღირს, "თიბისი ბანკის" კი – 12.76. რაც შეეხება კომპანიების ღირებულებას, "საქართველოს ბანკი" - 673 მილიონ ფუნტადაა შეფასებული, Georgia Capital - 376 მილიონად, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" - 298 მილიონად, "თიბისი ბანკი" კი 701 მილიონი ფუნტი ღირს.