29.იანვარი .2016 12:20

ლოურენს ფინკი: ნავთობის ფასებს, 400-მდე კომპანია, შესაძლოა ვერ გადაურჩეს

views 1077
უკან

"ნავთობზე არსებული ფასების გამო, 400-მდე ნავთობკომპანია შესაძლოა ვერ გადარჩეს, მათ გაუჭირდებათ იმ ვალდებულებების შესრულება რომელიც ვალის გამო აქვთ", - განაცხადა BlackRock-ის გენერალურმა დირექტორმა ლოურენს ფინკმა. "ნახშირწყალბადები დიდი ხნის განმავლობაში იქნება უფრო იაფი", - განაცხადა ფინკმა. მას პროგნოზისას არ დაუკონკრეტებია ის კომპანიები, რომელთა ფუნქციონირებაც შესაძლოა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს. Bloomberg-ის მონაცემების ანალიზის მიხედვით, დამოუკიდებელი ამერიკული კომპანიები 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, დაახლოვებით 14 მილიარდ დოლარიან დანაკარგს განიცდიან.