მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Louis Vuitton-ის მფლობელი ნოტრ-დამის რეკონსტრუქციისთვის 200 მლნ ევროს გამოყოფს

5cb59947c33e6
ნინი ლონგურაშვილი
16.04.19 12:57
1137
ფრანგი მილიარდერების, არნოების ოჯახი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფს.

„LVMH Moët Hennessy – Louis Vuitton-ის ჯგუფი და არნოების ოჯახი სოლიდარობას უცხადებენ ეროვნულ ტრაგედიას და ამ შესანიშნავი ტაძრის, საფრანგეთის სიმბოლოს აღდგენაში მონაწილეობას მიიღებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

LVMH Moët Hennessy – Louis Vuitton ფრანგული ტრანსნაციონალური კომპანიაა, რომელიც Louis Vuitton-ის, Givenchy-ის, Guerlain-ის, Chaumet-ის, Moët & Chandon-ის და Hennessy-ის ბრენდების პროდუქტებს აწარმოებს.

2019 წელს LVMH–ის აქციებზე ფასის მაღალი ზრდის (+6,9%) ფონზე, ფრანგი მაგნატისა და კომპანიის მფლობელის ბერნარ არნოს პირადი ქონება 8.3 მლრდ აშშ დოლარზე მეტად გაიზარდა და იგი მსოფლიოში მეოთხე ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა.

ცნობისთვის: ამ ეტაპზე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, მაგრამ წინასწარი ვერსიით, ის ტაძარში მიმდინარე სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება.

უცხოური გამოცემების ინფორმაციით, მეხანძრეებმა ტაძარში არსებული რელიკვიების გადარჩენა მოახერხეს.