მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონის საფონდო ბირჟის მიმოხილვა

5d03e82e7860b
ლევან თაღიაშვილი
15.06.19 13:05
1372
ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული,  "საქართველოს ბანკის" 212,205 აქცია გასხვისდა 3.4 მილიონ ფუნტად, "Georgia Capital"-ის  თითქმის ნახევარი მილიონი აქცია (439,565) - 4.4 მილიონად, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის 166,000 აქცია კი,  443 876 ფუნტად გაიყიდა, ხოლო "თიბისი ბანკის"  150 ათასი აქცია -  2.4 მილიონ ფუნტად.

რაც შეეხება მათ საბაზრო კაპიტალიზაციას, "თიბისი ბანკი" ყველაზე მეტი - 883 მილიონი ფუნტი ღირს, "საქართველოს ბანკი" 797 მილიონ ფუნტადაა შეფასებული, "Georgia Capital"-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 373 მილიონია, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" კი, სადაც "Evex" და "იმედი L" არიან გაერთიანებული, 341 მილიონი ღირს.