მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონის საფონდო ბირჟის კვირის მიმოხილვა

5d5c0a2e481a1
ლევან თაღიაშვილი
20.08.19 21:20
690
ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული, ბოლო 1 კვირაში "საქართველოს ბანკის" 196 ათასზე მეტი აქცია გასხვისდა 2.6 მილიონ ფუნტად, "Georgia Capital"-ის 320,246 ფასიანი ქაღალდი გაიყიდა 3.2 მილიონად, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 78 ათასზე მეტი აქცია გასხვისდა 177 ათას ფუნტად, "თიბისი ბანკს" რაც შეეხება, მის 144,281 აქციაზე დაიდო გარიგება, რომლის ღირებულებაც 1.9 მილიონი ფუნტი იყო.

კომპანიების ღირებულება ლონდონში ასე გმოიყურება: "საქართველოს ბანკი" - 652 მილიონი ფუნტი, "Georgia Capital" - 378 მილიონი, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" - 296 მილიონი, "თიბისი ბანკის" საბზრო კაპიტალიზაცია კი, 715 მილიონი ფუნტია.