მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონის ბირჟაზე თიბისი ბანკის აქციების ღირებულება ეცემა

5d38243812e96
შოთა ტყეშელაშვილი
24.07.19 13:15
1390
ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC PLC-ის აქციების ღირებულება უფასურდება. ვაჭრობის დასაწყისში კომპანიის ერთი აქცია 15.06 გირვანქა სტერლინგი ღირდა, ამჟამად მისი ფასი 14.36-მდე არის შემცირებული, კლება 3.62%-ს შეადგენს. 

ამ ვარდნის შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 30 მილიონი გირვანქა სტერლინგი შემცირდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს მთავარმა პროკურატურამ თიბისის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ფულის გათეთრების მუხლით ბრალი წარუდგინა.

"გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). 

ასევე გვსურს გაცნობოთ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს დაბარებულნი არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით.

საქართველოს გენერალური პროკურატურა მ.ხაზარაძისა და ბ.ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე,'- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ხაზარაძე და ჯაფარიძე პროკურატურაში 17:00-ზე დაიბარეს.