მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიეტუვას პრეზიდენტი ეკონომისტი გიტანას ნაუსედა გახდა

5ceb971de27c4
მიშა ხაჩიძე
27.05.19 11:50
1081
ლიეტუვის პრეზიდენტი ეკონომისტი გიტანას ნაუსედა გახდა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ცენტრალური ბანკის ბორდის ყოფილი წევრი, ქვეყნის ყოფილ ფინანსთა მინისტრს დაუპირირსპირდა და ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა.

ლიეტუვას ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მას ამომრჩეველთა 70% -მა დაუჭირა მხარი.

არჩევნების პირველ ტურში კი 54 წლის ნაუსედას ხმათა 31 % ჰქონდა, ხოლო მეორე პოზიციაზე მისი ოპონენტი კონსერვატიული პარიიდან ინგრიდა შიმონიტა 30 % -ით გავიდა.

2009 წლიდან ლიეტუვას პრეზიდენტის პოსტი დალია გრიბაუსკაიტეს უკავია. ის ორი ვადით იყო არჩეული, ქვეყნის კანონმდებლობით, მას მესამედ კენჭის ყრის უფლება არ ჰქონდა.